ალმაზბეკ ატამბაევი პრეზიდენტობისთვის ემზადება

ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალმაზბეკ ატამბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავი  გამარჯვებულად გამოაცხადა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ატამბაევმა ხმების დაახლოებით 60 პროცენტი მოაგროვა. კომისიის თავმჯდომარის  თქმით ,  ეს ნიშნავს, რომ მეორე ტური საჭირო აღარ იქნება. ყირგიზეთი 5, 6 მილიონ მოსახლეს ითვლის. ქვეყანაში დისლოცირებულია აშშ-ს   და რუსეთის სამხედრო ავიაბაზები. ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი ატამბაევი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს.  

ეუთოს  დამკვირვებლებმა   გააკრიტიკეს ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნები ,  აღნიშნეს, რომ  ამ ქვეყანაში  უკეთეს არჩევნებს ელოდნენ. 

კომენტარები