რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი საკადრო ცვლილებებსა და "ქართუზე"

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია რუსთაველის თეატრთან დაკავშირებით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთაველის თეატრმა გააუქმა ანგარიში „ქართუ ბანკში“, ხოლო ამას მოჰყვა ოპოზიციური ნიშნით რუსთაველის თეატრის თანამშრომლების გათავისუფლება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსთაველის თეატრის წარმომადგენლები აკეთებენ ოფიციალურ განცხადებას, რომ „ქართუ ბანკში“ არასდროს ქონია თეატრს ანგარიში, შესაბამისად ვერ მოხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება.

ხოლო რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას, ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად ქონდა, მაგრამ ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. თეატრის წარმომადგენლების განცხადებით რუსთაველის თეატრს არ ყავდა ოფიციალური დაცვა და დაცვის მოვალეობას სახანძრო სამსახური ითავსებდა, ბოლო დროს თეატრში ნივთებისა და ინვენტარის დაკარგვა შეინიშნებოდა, არ კონტროლდებოდა ტერიტორიაზე შესული პირების ვინაობა და სწორედ ამის გამო დაცვის სამსახური ჩანაცვლდა პროფესიონალი პირებით.
ეს ცვლილება არ შეხებია თეატრის არცერთ სხვა თანამშრომელს.

„ როგორც არ უნდა ჭირდებოდეს ვინმეს რუსთაველის თეატრს პოლიტიკური დამოკიდებულება დასწამოს, მაინც ცხადია, რომ ამ თეატრში სრულიად თანაბრად თანაარსებობენ სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი თანამშრომლები, და ეს ხელს არ უშლის მათ არც სამსახურეობრივ და არც პირად ურთიერთობებში, ასე რომ გავრცელებული ინფორმაცია გესტაფოს მეთოდებით ოპოზიციონრების გაშვებაზე მტკნარი სიცრუეა და ჩვენი თხოვნაა, რუსთაველის თეატრთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადამოწმდეს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში“.

რუსთაველის თეატრში იწყება ახალი ეტაპი. შეიქმნა სამხატვრო საბჭო, რომლის წევრებიც თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა არჩევნების პრინციპით შეარჩია.

სამხატვრო საბჭო 9 წევრისგან შედგება, ესენია: თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მირიან შველიძე, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, თათული დოლიძე, ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე.

სწორედ ეს ადამიანები განსაზღვრავენ დღეიდან თეატრის მხატვრულ სტრატეგიას და იზრუნებენ მის შემოქმედებით განვითარებაზე.

 

კომენტარები