საქართველო-ნატოს ურთიერთობა

თბილისში ნატოს საბჭო ჩამოდის , ნატოს გენერალური მდივნის მათაურობით

თბილისს, ორდღიანი ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მეთაურობით. ნატოს დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება. დღესვე, თბილისში, სასტუმრო "რედისონში", ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უმასპინძლებს. სხდომის შემდეგ დაგეგმილია ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია. ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს საქართველოს პარლამენტში; 10 ნოემბერსვე დაგეგმილია სამუშაო სადილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. ნატო-ს ელჩები 10 ნოემბერს შეხვდებიან ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. იმავე დღეს ბათუმში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს ელჩების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ანდერს ფორ რასმუსმენი სიტყვით გამოვა სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზეა დაგეგმილი.ნატოს გენერალური მდივანი მიესალმება იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ავღანეთში იმსახურეს.

სასტუმრო "რედისონში" გაიხსნა მედიაცენტრი, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს გააშუქებს.

გავრცელებული ცნობებით ვიზიტის გასაშუქებლად 250-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული.

 

კომენტარები