ქართული კინო

ქართული კინოს წარმატება

გერმანიაში კოტბუსის აღმოსავლეთ ევროპის კინოს 21-ე ფესტივალზე ქეთი მაჭავრიანის სადებიუტო ნამუშევარი „მარილივით თეთრი“ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ჟიურიმ რეჟისორი საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვა, გაგი სვანიძე კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ფილმი უკვე არაერთი ფესტივალზე მონაწილეობდა , კარლოვი ვარის, მონრეალის, მონპელიეს, კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამების შემდეგ ის ახლო მომავალში წარმოდგენილი იქნება მანჰაიმის, კალკუტას, ტალინის და მაკედონიის კინოფესტივალებზე.

”მარილივით თეთრის” მთავარი გმირია ჭიათურელი ოფიციანტი ნანა, რომელიც ზღვის სანაპიროზე მუშაობს და ჭიათურაში კაფის გასახსნელად ფულს აგროვებს. მთავარი პერსონაჟები არიან ასევე უსახლ-კარო გოგონა სოფო და პოლიციელი ნიკო, რომლებიც ნანას გზაზე იკვეთებიან. ნაჩვენებია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი - სამივე ცდილობს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

ფილმში მონაწილეობენ: ნინო ქორიძე, გაგი სვანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი გიორგანაშვილი და სხვები.

”მარილივით თეთრის” თბილისური პრემიერა 2012 წლის იანვარში გაიმართება.

 

კომენტარები