ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

სენატორები აშშ-ში რუსი გენერლების ვიზიტის წინააღმდეგ

ამერიკელი სენატორები  აშშ-ში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს  მაღალჩინოსნების  ვიზიტის გაუქმებას მოითხოვენ და ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მოსკოვის მიმართ აშშ-ს  პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ.

 რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან  გენერალ - მაიორი ტატიანა გერასიმოვა  და გენერალ-მაიორი  ნიკოლაო შელეპანოვი   მიწვეულები არიან  ვაშინგტონში,   ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ამერიკელმა  სენატორმა ”რესპუბლიკური პარტიიდან” როჯერ უიკერმა და სენატორმა ”დემოკრატიული პარტიიდან” ბენჯამინ კარდინმა განაცხადეს, რომ აღნიშნულმა   პირებმა   რუსეთში ხელი შეუწყვეს  სერგეი მაგნიტსკის  მკვლელობის  საქმის  მიჩქმალვას და  მათზე არ უნდა გაიცეს  აშშ-ს  ვიზები.  სენატორებმა  წერილით  მიმართეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს  და მოითხოვეს გადაიხედოს   რუსი გენერალ-მაიორების   საქმე -  აშშ-ს  ტერიტორიაზე მათ დაშვებასთან   დაკავშირებით.   აშშ-ში მოქმედებს   ”შავი სია”, რომელიც აწესებს სავიზო სანქციებს რუსეთის იმ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც კავშირში  არიან  რუსეთის ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის  გარდაცვალებასთან. გავრცელებული ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნული სიის გაფართოებას უჭერენ მხარს.

ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის ციხეში მას შემდეგ, რაც  წელიწადი დაჰყო წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ მაგნიტსკის, რომელიც კორუფციის შემთხვევებს ამხელდა, საპატიმროში  განზრახ არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. 

კომენტარები