ბალეტი

ელენე გლურჯიძე და არიონელ ვარგასი თბილისში

18 და 20 ნოემბერს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ელენე გლურჯიძე და არიონელ ვარგასი. 

 18 ნოემბერს ელენე გლურჯიძე და არიონელ ვარგასი მთავარ პარტიებს იცეკვებენ ლ. მინკუსის ბალეტში “დონ კიხოტი”, 20 ნოემბერს კი ა. ადანის ბალეტში “ჟიზელი”.

ელენე გლურჯიძემ  საბალეტო განათლება თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა  სანკტ-პეტერბურგის ა. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიაში გააგრძელა. 2002 წელს ინგლისის ნაციონალურ საბალეტო დასში ჩაირიცხა,  2007 წელს კი პრიმა-ბალერინას სტატუსი მიიღო. ელენე გლურჯიძე კრიტიკოსთა წრემ 2009 წელს საუკეთესო ბალერინად დაასახელა.  მან ვებ-გვერდის Ballet.co.uk 2007 და 2008 წლების  გამოკითხვაში  ნომინაციაში "საუკეთესო ბალერინა" გაიმარჯვა.

სპექტაკლები გაიმართება ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო თეატრში.

კომენტარები