სვანეთი

სვანეთის საგანძური

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები  და კულტურის სამინისტრო სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ოთხ-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.
 შეთანხმების მიხედვით, 24 ნოემბერს საპატრიარქოსთან არსებული კომისია გაემგზავრება მესტიაში და შეამოწმებს სვანეთის საგანძურის მდგომარეობას.  მოხდება საგანძურის ინვენტარიზაცია. საჯაროდ დაიწყება მესტიის ახალი მუზეუმის პროექტის განხილვა. სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით აღმოიფხვრება კომუნიკაციის ურთიერთობის პრობლემა.
დღეს სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს საგანძურთან დაკავშირებით მიმართვის ტექსტი გადასცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა.
 მესტიის მუზეუმის რემონტის დაწყების შემდეგ, იქ დაცული საგანძური კონტეინერებში გადაიტანეს. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კუსტარულ კონტეინერებში საგანძურს განადგურების საფრთხე ემუქრება.

კომენტარები