”ბნელი რაინდის დაბრუნება”

”ბნელი რაინდის დაბრუნება” - პირველი დეტალები

”ბნელი რაინდის დაბრუნება”  რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის მესამე და დასკვნითი ნაწილი იქნება. ფილმის სცენა გასაიდუმლოებულია, და რეჟისორმა მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალი გაუმხილა ჟურნალისტებს - ”ეს ფილმი ნამდვილად ბრუს უეინის და ბეტმენის ისტორიის დასასრული იქნება. წინა ნაწილში ჩვენ ის ძალიან მძიმე სიტუაციაში მივატოვეთ, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მაგრამ ახალი ფილმის სიუჟეტი ”ბნელი რაინდის” მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ ვითარდება. ბრუს უეინი ასაკშია შესული და ის ფიზიკურად ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში” - განაცხადა კრისტოფერ ნოლანმა.

 ბეტმენის მთავარი ვილანი ბეინი იქნება - ცივსისხლიანი სადისტი, რომელიც არანორმალურ ფიზიკურ ძალას ფლობს და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. გმირი რომელიც ბეტმენს არამხოლოდ ფიზიკურ არამედ ფსიქოლოგიურ გამოცდასაც მოუწყობს.

 ნოლანმა ასევე ბეინის ნიღაბზეც ისაუბრა, რომელიც ფილმის თიზერსა და ფოტოებში ჩანს. ბეინი ოდესღაც მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ საშინელი ტკივილები აწუხებს. მისი ნიღაბი სპეციალური მილებით გაზის ბალონებს უკავშირდება, რომელიც ბეინს ტკივილს უყუჩებს.

”ბნელი რაინდის დაბრუნება” 2012 წლის 20 ივლისს გამოვა აშშ-ის კინოთეატრებში. ფილმის პირველ სრულფასოვან ტრეილერს კი მაყურებელი ”შეუსრულებელი მისია 4-ის” პრემიერაზე იხილავს. 

კომენტარები