ლიბერთი ბანკი

პირველი უნივერსალური გადახდის სისტემა ლიბერთისგან

ლიბერთი ბანკმა პირველი ეროვნული უნივერსალური საგადამხდელო სისტემა – PAY – შექმნა. სისტემა საცალო და ინტერნეტბიზნესებს (მერჩანტებს) მრავალმხრივ გადახდის არხებს სთავაზობს. ამ არხებს საერთო ინტერფეისი აქვს. PAY საგადამხდელო მომსახურებით საქართველოში უკვე 250-მდე მერჩანტი სარგებლობს.

PAY სისტემა რამდენიმე ბარათს აერთიანებს. მათ შორისაა მეორე თაობის Sმარტივი და ელექტრონული საფულე eMoney. 

ელექტრონული საფულის სერვისი 2007 წლიდან მოქმედებს და ინტერნეტგადახდების პირველი და ყველაზე გავრცელებული ეროვნული სისტემაა. მისი შემქმნელები დღეს ლიბერთი ბანკის თანამშრომლები არიან, ხოლო ბანკი ამ სისტემის საკონტროლო პაკეტის მფლობელია. eMoney ელექტრონულმა საფულემ 4 წლის განმავლობაში უკვე დააგროვა 85 ათასზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი. სისტემის მთავარ უპირატესობებად მომხმარებლები მის სისწრაფეს, სიმარტივეს, მოქნილობასა და უსაფრთხოებას ასახელებენ. eMoney სისტემით შესაძლებელია თანხების გადარიცხვა, მათი განთავსება საერთაშორისო ელექტრონულ საფულეებზე (მაგალითად, WebMoney-ზე), კომუნალური გადასახადების გადახდა და ტელეფონის ბალანსის შევსება, აზარტული თამაშების ონლაინსაიტებზე თანხის გადახდა. განაღდება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის 274 სერვისცენტრსა და მობილურ სერვისცენტრებში, ასევე 248 ბანკომატში. eMoney საფულეებში 2007 წლიდან დღემდე 10.9 მილიონი ლარი ბრუნავს, ხოლო წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 650 ათასს აჭარბებს. ელექტრონული საფულის გადაბმა Sმარტივი ანგარიშზე და მათ შორის თანხების მონაცვლეობა უფასოა.

Sმარტივი ბარათი ერთი წლის წინ – 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. ამ დროისთვის მომსახურებით უკვე 130 ათასი მომხმარებელი სარგებლობს. ერთი წლის თავზე – 2011 წლის პირველი ნოემბრიდან ლიბერთი ბანკმა ანგარიშს 8 ახალი თვისება დაუმატა. მათ შორის, ბარათის დიზაინის არჩევა სურვილისამებრ, ბალანსის ავტომატური შევსება ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ანგარიშიდან, Live Video მხარდაჭერა Smartivi.ge-ზე და ონლაინაგენტების პროგრამა ანუ ბარათის მომხმარებელთა რიცხვის გაზრდისთვის – სარგებელი. ამ უკანასკნელი თვისების წყალობით, Sმარტივი პირველი საბანკო ანგარიშია საქართველოში, რომელიც გიხდით თანხას მეგობრების მოწვევისთვის: თუ თქვენ მიერ ელექტრონული ფოსტის ან პერსონალური ლინკის მეშვეობით მოზიდული მომხმარებელი დარეგისტრირდება და შექმნის Sმარტივი კალათას, თქვენ 1 ლარს მიიღებთ. თუ თქვენ მიერ საიტზე ხელმისაწვდომი ვებბანერის მეშვეობით მოზიდული მომხმარებელი იმავეს შეასრულებს, თქვენ მიიღებთ მის მიერ Sმარტივი ანგარიშზე ჩარიცხული თანხის 1%-ს, რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში. 

Sმარტივი ანგარიშისა და eMoney ელექტრონული საფულის PAY სისტემაში საერთო ინტერფეისით ინტეგრაციას მერჩანტები სისტემის მთავარ ღირსებად მიიჩნევენ: შესაძლებელია თანხის შევსება – ნებისმიერი VISA და MasterCard სისტემის ბარათებით; თანხის გადახდა – VISA, MasterCard და PAY სისტემის პლასტიკური ბარათებით, ასევე SMS-ით, Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან NOVA-ს თვითმომსახურების ტერმინალით (Paybox), უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალს OSMP და TBC Pay-ს თვითმომსახურების ტერმინალებიც დაემატება; თანხის განაღდება – ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში, მობილურ სერვისცენტრებში და ბანკომატებში. უნივერსალურობის გარდა, PAY სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და იაფია: Sმარტივით და PAY სისტემით გადახდისას საკომისიო მხოლოდ 1% ანუ სხვა საგადამხდელო სისტემებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. 

კომენტარები