მხატვრობა

ნიკო ფიროსმანის ნახატი "მწყემსი"

ნიკო ფიროსმანის ნახატი "მწყემსი" რომელიც ქალაქ რიგაში, კერძო კოლექციაში ინახებოდა,  რამდენიმე თვის წინ 600 000 ფუნტ სტერლინგად ლონდონში შეიძინეს.

 ნახატი 1905-1910 წლებშია შესრულებული, როდესაც ნიკო ფიროსმანი თბილისში, რიყის უბანში ცხოვრობდა. რიგაში მოხვედრამდე "მწყემსი" მხატვარ დავით კაკაბაძის სახლში ინახებოდა.

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით ნებისმიერ ქართული ძეგლის გაყიდვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. მსგავსი ნებართვა კულტურის სამინისტროში არავის მოუთხოვია შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, გამოძიების დასრულების შემდეგ კი შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. 

იმ შემთხვევაში თუ ნახატი უკანონოდ გაიყიდა სამინისტრო მოითხოვს ნახატი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

 

კომენტარები