ვატიკანი

ვატიკანმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

მონსენიორ მარეკ სოლჩინსკი, ვატიკანმა საქართველოს ახალ სამოციქულო ელჩად დანიშნა. იმავდროულად ის აღყვანილ იქნა არქიეპისკოპოსის ხარისხში. ახლადარჩეული ნუნციუსი  სტავიშინში, პოლონეთში დაიბადა 1961 წელს, ხოლო სამღვდელო ხარისხი მიიღო 1987 წელს. ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში ის იმყოფება 1993 წლიდან. ის უკვე მსახურებდა პრარაგვაიში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ჩეხეთსა და ესპანეთში.

კომენტარები