თბილისის კინოფესტივალი

ლეო კარაქსი თბილისში

თბილისის მე 12-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი იქნება.
კინორეჟისორი, კრიტიკოსი და სცენარისტი, პოეტური სტილით და სიყვარულის თავისებური აღქმით გამოირჩევა.
 საკუთრი კარიერა რეცენზიების წერით დაიწყო, სწორედ რეცენზიების წერის პერიოდში გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

პირველი, სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „ბიჭი ხედავს გოგოს“, კარაქსმა 1984 წელს გადაიღო. მეორე ფილმი „ცუდი სისხლი“ ჟან-ლუკ გოდარს მიუძღვნა, ფილმმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ნამუშევრით კარაქსმა ასევე მოახერხა განემტკიცებინა რეჟისორის რეპუტაცია.
ლეო კარაქსის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევებად მიჩნეულია „ბიჭი ხვდება გოგოს“, „ცუდი სისხლი“, „შეყვარებულები ხიდზე“, „პოლა იქსი“.

ხვალ, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება „ცუდი სისხლის“ ჩვენება, რის შემდეგაც ფრანგი რეჟისორი კინომცოდნეებისა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხებს.

ლეო კარაქსის ფილმების რეტროსპექტივაში წარმოდგენილია სამი ფილმი:

ცუდი სისხლი

Mauvais sang        

საფრანგეთი,1986

 

შეყვარებულები ხიდზე

Les amants du Pont-Neuf

საფრანგეთი, 1991


პოლა იქსი

Pola X

საფრანგეთი / შვეიცარია / გერმანია / იაპონია, 1999

 

ღონისძიების ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“.

 

 

კომენტარები