თბილისის კინოფესტივალი

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღე

დღეს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელს საშუალება ექნება ლეო კარაქსის ფილმი ”შეყვარებულები ხიდზე” იხილოს. ფრანგი რეჟისორის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს  დენი ლავანი და ჟულიეტ ბინოში ასრულებენ. ეს არის ორი უსახლკარო ახალგაზრდის სიყვარულის ამბავია, რომელიც პარიზის უძველეს ხიდზე ვითარდება, რომელიც სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაკეტილია. ალექსი, ცირკის ყოფილი მსახიობი, ხიდზე ცხოვრობს, სვამს, ქურდობს და ნარკოტიკებს ყლაპავს. ხიდს შეაფარებს თავს მიშელიც, მხატვარი, რომელმაც სახლი დატოვა, რადგან სიყვარულში არ გაუმართლა და თვალის დაავადების გამო ნელ-ნელა ბრმავდება. ლეო კარაქსის ფილმის ხილვა მაყურებელს 19 საათზე შეუძლია.  21 საათზე კი 2011 წლის კრიტიკოსების ერთ-ერთი ფავორიტი ფილმის, ”ტურინული ცხენი”,  ჩვენება შედგება. ბელა ტარის ნამუშევარმა წელს ბერლინის კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო აიღო და ევროპის კინო დაჯილდოებაზე კი სამი ნომინაცია მოიპოვა. 

კომენტარები