ჯანდაცვა

ხაშურსა და კასპში ახალი კლინიკები გაიხსნა

ჰოსტიპალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ხაშურში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ხაშურის ახალი საავადმყოფო 1 31 საწოლზეა გათვლილი და  მასში 175 ადამიანია დასაქმებული.  პროექტის ფარგლებში  თანამდროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა კასპშიც, იქვე არის ლაბორატორია, სამშობიარო და ინფექციური პალატები.  ახალი სამედიცინო ცენტრების გახსნას  პრეზდენტი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ.  ხაშურში კლინიკის გახსნისას შედგა ვიდეოკონფერენცია ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ ექიმთან ზურაბ ნადარეიშვილთან. 

კომენტარები