ჩოგბურთი

ცონგას ეისები

0 კომენტარი

ჟო-ვილფრედ ცონგამ ამ სეზონის 79 გასაუბრებაში 825 ეისი დასვა – ერთ ტესტში საშუალოდ 10 ეისზე მეტს ურახუნებდა. ცონგამ სეზონის ბოლო 6 კვირაში აკრიფა და ეიტიპის მარათონში სხვაზე მეტი ეისი შეაგროვა, თუმცა ფრანგი მარტო ეისები არ არის. პოპულარული ნაფ-ნაფი სხვა კომპონენტებშიც კარგია. სადღაც ერთ არანორმალურ სერბზე სუსტია, სადღაც ნადალივით წაგებულს ვერ იგებს და დელ პოტროზე ცოტა ალკოჰოლს ითვისებს. ცონგამ ამ სეზონში ნიჭი და პოტენციალი მთელ კორტზე გაშალა და უკეთესი იყო. ცონგაზე, სხვა ფრანგებზე უკეთესი. და ეისებიც ბევრი აგროვა.

ცონგას მერე ეისებში ჯონ ისნერი ზის. 811 ეისი და 57 ტესტი. ჯონი პირველ ოცეულში დარჩა და ახალ, ბევრმილიან მარათონში ბლომად სარეიტინგო ქულა უნდა დაიცვას. ეისების პირველ ხუთეულში ზიან ესპანელი ფელიჩიანო ლოპესი (734 ეისი, 62 VS), სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი (719, 69), მონტენეგროელი სერბი მილოშ რაონიჩი (637, 50). ათეულს კრავენ პრო ტურის ტირანოზავრი ივო კარლოვიჩი (632, 37), ძველ ენდიზე უარესი ახალი როდიკი (567, 50), უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი (559, 67), ლოპესის უბნელი ნიკოლას ალმაგრო (546, 70) და როჯერ ფედერერი (504, 76).

მაღალი ბიჭები ბრეიქ პოინტებსაც სხვებზე კლავენ. ეისებით, არაეისებით, მძიმე, მოქნილი ჩაწოდებით. აქ პირველია ხუან მარტინ დელ პოტრო. არგენტინელმა ერთეულებში 64 დიალოგი მოისმინა და ბრეიქ პოინტების 67 პროცენტი გადაარჩინა. დელ პოტრო წელს მეოთხე ასეულიდან პირველ ოცეულში მოხვდა და ეს უკვე ბონუსია. დელ პოტრომ არგენტინას დელ პოტრო, ჩოგბურთში მუღამი დაუბრუნა და ეს ორმაგი ბონუსია. დელ პოტრო ბევრ შეცდომას უშვებს და ამას მშვიდი აგრესიით ფარავს.

არგენტინელთან ერთად და მაღალი ბიჭის შემდეგ, ბრეიქ პოინტების მკვლელებში ათეულს კრავენ ლოპესი (66 %, 62 VS), ისნერი (66, 57), რაონიჩი (66, 50), ანდერსონი (66, 69), ცონგა (66, 79), ნოვაკ ჯოკოვიჩი (65, 76), ჩოგბურთის ფრედი კრიუგერი, დავიდ ფერერი (65, 77), ფედერერი (65, 76) და გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი (65, 58). სერიოზულ ტიპებში არასერიოზული გერმანელი ზის.

დელ პოტრო კიდევ ერთ ათეულშია. იმ პერსონებში, რომლებიც ყველაზე მეტ ბრეიქ პოინტს ანაღდებენ. აქ პირველია ქსავიე მალისი (ბელგია). არასტაბილურმა ბიჭმა 50 შეხვედრაში ბრეიქ პოინტების 49 პროცენტი გამოიყენა. დელ პოტრო მეათეა (45 %, 64 VS). მალისის და ხუანიტოს შუაში დარჩნენ ჯოკოვიჩი (48, 76), ნადალი (46, 82), იტალიელი ფაბიო ფონინი (46, 52), დელ პოტროს ახლობელი ხუან იგნასიო ჩელა (46, 53), ენდი მარი (46, 69), ფერერი (46, 77), კლოშრაიბერის მეჯვარე ფლორიან მაიერი (46, 71) და რობინ სოდერლინგი (46, 47). სოდერლინგი შვედია. სოდერლინგი აქ მეცხრეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები