ლიტერატურა

შვედური წიგნების თარგმანების პრეზენტაცია

დეკემბერს, 16:00 საათზე, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის, დიანა იანსეის - „ავღანური დღიურების“ და ინგმარ ბერგმანის - „LATERNA MAGICA“ შვედური წიგნების თარგმანების პრეზენტაციას გამართავს.

დიანა ინასე 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.

2004-2006 წლებში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში, სწორედ ავღანეთში გატარებულ  წლებს ეხება მისი წიგნი „ავღანური დღიურები“, რომელიც გასულ წელს გამოიცა შვედეთში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სლაიდ-შოუ ავღანეთში გატარებული პერიოდის ამსახველი ფოტოებით.

ინგმარ ბერგმანი, მემუარულ ჟანრის წიგნში „LATERNA MAGICA“ მკითხველს გულახდილად უამბობს თავისი საინტერესო და ვნებებით სავსე ცხოვრების შესახებ. თეატრისა და კინოს ცნობილი შვედი რეჟისორი არაერთი თეატრალური და კინო პრემიის ლაურეატია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კადრები ინგმარ ბერგმანის ფილმიდან და ასევე ნაწყვეტები მისი ინტერვიუდან.

პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება

კომენტარები