CERN

CERN-ში ჰიგსის ბოზონის ძიებამ წინ წაიწია

 CERN-ის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ჰიგსის ბოზონის ძიებაში. ჰიგსის ბოზონი ჯერ კიდევ ჰიპოთეტური სუბატომური ნაწილაკია, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით სამყაროს მასას აძლევს. მას მრავალი სახელით მოიხსენიებენ: ”აგური, რომლითაც აშენებულია სამყარო”, ”ქმნილების ანგელოზი” ან სულაც ”ღმერთის ნაწილაკი”.

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ჯერ ვერავინ მოახერხა. თუმცა მეცნიერთა ორი ჯგუფი ცერნიდან, მზად არის განაცხადოს, რომ ისინი სამყაროს აგურების ძიებაში წინ წავიდნენ.

”ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება უფრო მეტი შეჯახება მომავალ წელს, რომ მივიღოთ კონკრეტული პასუხები. თუმცა უკვე ვხედავთ გარკვეულ დამაინტრიგებელ მინიშნებებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავიმეოროთ ექსპერიმენტი” ამბობს ცერნის დირექტორი, როლფ ჰოიერი.

კომენტარები