ტექნოკრატია

ევროპული მოდა ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლ მთავ­რო­ბაზე

მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, ზო­გი­ერ­თ­მა ქვე­ყა­ნამ მთავ­რო­ბა­ში ტექ­ნოკ­რა­ტი ლი­დე­რე­ბის ჩარ­თ­ვა გა­დაწყ­ვი­ტა. იტა­ლი­ა­ში, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის შემ­დეგ, მა­რიო მონ­ტის მთავ­რო­ბა­ში საკ­ვან­ძო პოს­ტე­ბი სწო­რედ ტექ­ნოკ­რა­ტებს ერ­გოთ. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა სა­ბერ­ძ­ნეთ­შიც. მა­თი რწმე­ნით, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო ად­ვი­ლად შეძ­ლე­ბენ და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად სა­ჭი­რო მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გზით არ ხდე­ბი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის და­კარ­გ­ვი­საც ნაკ­ლე­ბად ეში­ნი­ათ. თუმ­ცა, ტექ­ნოკ­რა­ტე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, მმარ­თ­ვე­ლებს ყო­ველ­თ­ვის უწევთ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ეს კი ტექ­ნოკ­რა­ტე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ექ­ს­პერ­ტი­ზას­თან ერ­თად, სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­საც მო­ითხოვს. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბა, რომ ამა თუ იმ სა­კითხის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­თ­ვის აპო­ლი­ტი­კუ­რად მოქ­მე­დე­ბენ. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლო­ა, ტექ­ნოკ­რატ­მა ლი­დერ­მა სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კურ ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სუ­რი რე­ცე­სი­ის დაძ­ლე­ვის გზა შეს­თა­ვა­ზოს, თუმ­ცა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სას კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გან­საზღ­ვ­რა გა­უძ­ნელ­დე­ბა. კერ­ძოდ, გა­უ­ჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რ­და­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას შო­რის. ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­ზე მის მი­ერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნას ვერ გან­საზღ­ვ­რავს.

ამას­თან ერ­თად, ხში­რად ტექ­ნოკ­რა­ტებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­მო, გარ­კ­ვე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ბო­ლოო გა­ტა­ნა უჭირთ.

ტერ­მი­ნი „ტექნოკრატია” მომ­დი­ნა­რე­ობს ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვე­ბი­დან “ტექნე” და „კრატოს”, რაც, შე­სა­ბა­მი­სად – „ხელობას” და „მართვას” ნიშ­ნავს. სიტყ­ვა­სიტყ­ვით ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი „პრობლემების გა­დამ­ჭ­რე­ლე­ბი” – პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი ექ­ს­პერ­ტი­ზის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნის მი­ხედ­ვით იღე­ბენ – გა­მო­დი­ან. თე­ო­რი­უ­ლად ისი­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფის გუ­ლის მო­გე­ბას ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ. ამ ტერ­მი­ნის დამ­კ­ვიდ­რე­ბა უილი­ამ სმი­ტის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ქვე­ყა­ნა ეკ­ლე­სი­ის, ფე­ო­და­ლუ­რი მი­წათ­მ­ფ­ლო­ბე­ლის მა­გივ­რად, ინ­დუს­ტ­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ან მეც­ნი­ე­რის მი­ერ უნ­და იმარ­თე­ბო­დეს.

ტექ­ნოკ­რა­ტია თავ­და­პირ­ვე­ლად მე­მარ­ცხე­ნე­თა იდე­ას წარ­მო­ად­გენ­და. ამის საჩ­ვე­ნებ­ლად ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცია გა­მოდ­გე­ბა, რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კა­სა და ჯარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­იხ­მეს. თუმ­ცა, ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი არც კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სამ­ყა­როს­თ­ვის იყო უცხო. ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა აშ­შ­-­ში მსოფ­ლიო ომებს შო­რის პე­რი­ოდ­ში იღებს სა­თა­ვეს. დი­დი დეპ­რე­სი­ის დროს ინ­ჟინ­რე­ბი­სა და დი­სი­დენ­ტი ეკო­ნო­მის­ტე­ბის მი­ერ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის ერ­თ­დ­რო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სთხოვ­დ­ნენ.

თუმ­ცა, ამე­რი­კა­ში ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რამ რუზ­ველ­ტის ახა­ლი კურ­სის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ იკ­ლო. მარ­თა­ლი­ა, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სას აკა­დე­მი­უ­რი და სა­ექ­ს­პერ­ტო წრის რჩე­ვე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა მის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ა­ლე­ბის­გან შორს არ იდ­გა. თა­ნაც, აშ­კა­რა გახ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ნე­ბის­მი­ერ აპო­ლი­ტი­კურ პრო­ფე­სი­ო­ნალს, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა ყო­ველ­თ­ვის მო­უ­წევს.

მომ­დევ­ნო დე­კა­დებ­ში ტექ­ნოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას თით­ქოს რე­პუ­ტა­ცია შე­ე­ლა­ხა. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის, გეგ­მი­უ­რი და მკაც­რად რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის გა­მო ბევ­რ­მა მას კო­მუ­ნიზ­მი­სა და ფა­შიზ­მის გა­მოწ­ვე­ვა დას­დო ბრა­ლად. მა­გა­ლი­თად, ჯორჯ ორუ­ე­ლი ტექ­ნოკ­რა­ტი­ას ფა­შიზ­მის წი­ნა­პი­რო­ბად ასა­ხე­ლებ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას ძი­რი­თა­დად სტა­ტის­ტი­კურ და ემ­პი­რი­ულ მო­ნა­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბი­ან. ამის გა­მო, მათ სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მის ირ­გ­ვ­ლივ სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბამ და­დე­ბი­თი იმი­ჯი კვლა­ვაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ჰო­ლან­დი­ა­ში ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი იღე­ბენ სა­კუ­თარ თავ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე მხა­რე­ე­ბის – ერ­თი მხრივ, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის და, მე­ო­რე მხრივ, დამ­საქ­მებ­ლე­ბის, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის – მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას. უთან­ხ­მო­ე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ მათ მი­მარ­თა­ვენ. ყო­ფილ კო­მუ­ნის­ტურ ქვეყ­ნებ­ში ტექ­ნოკ­რა­ტებ­მა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­დან დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ ტრან­ზი­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. სწო­რედ მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ტარ­და საკ­ვან­ძო ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ამ ქვეყ­ნებ­ში სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვა გახ­ლ­დათ.

თუმ­ცა, ისიც ნა­თე­ლი­ა, რომ ტექ­ნოკ­რა­ტებს და­სახ­მა­რებ­ლად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კრი­ზი­სე­ბის დროს ეძა­ხი­ან. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვი­ა: მათ­თ­ვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა უფ­რო ად­ვი­ლი­ა, ვიდ­რე ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ეს უკა­ნას­კ­ნელ­ნი დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან ამომ­რ­ჩე­ველ­თა აზ­რის მი­მართ. ტექ­ნოკ­რა­ტი ლი­დე­რე­ბი კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას მხო­ლოდ ექ­ს­პერ­ტი­ზას ეყ­რ­დ­ნო­ბი­ან. შე­დე­გად, მათ­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლია სა­სი­ცოცხ­ლო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა.

ამ უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი ში­შობს, რომ ტექ­ნოკ­რა­ტი­ულ მთავ­რო­ბას ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის დე­ფი­ცი­ტამ­დე მიჰ­ყავს. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი, არ­ჩე­ვის ნაც­ვ­ლად, ინიშ­ნე­ბი­ან. ეს გა­რე­მო­ე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე ნაკ­ლე­ბად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ ლი­დე­რე­ბად წარ­მო­ა­ჩენს. შე­დე­გად, გარ­კ­ვუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მათ მი­ერ გა­ტა­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კამ, შე­საძ­ლო­ა, ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და­კარ­გოს. ამ­გ­ვა­რი ჩი­ხის შექ­მ­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტ­სა და ძლი­ერ ინ­ს­ტი­ტუ­ტებს იშ­ვე­ლი­ე­ბენ. ძლი­ე­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის მო­ა­ხერ­ხებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­თა ქმე­დე­ბე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას.

ტექ­ნოკ­რა­ტე­ბის მთა­ვარ ღირ­სე­ბა­ზე – აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი მხა­რის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა­ზე – სა­უბ­რი­სას არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ხე­ლი­სუ­ფალთ ყო­ველ­თ­ვის უხ­დე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა ტექ­ნოკ­რატ­მა ლი­დერ­მა სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კურ ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სუ­რი რე­ცე­სი­ის დაძ­ლე­ვის გზა შეს­თა­ვა­ზოს, თუმ­ცა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სას კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გან­საზღ­ვ­რა გა­უძ­ნელ­დე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი რე­ცე­სი­ის დროს, ტექ­ნოკ­რა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლა, შე­საძ­ლო­ა, სის­ტე­მის­თ­ვის ინო­ვა­ცი­ად ჩა­ით­ვა­ლოს, რაც ქვეყ­ნებს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, მმარ­თ­ვე­ლო­ბა დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რად­გან კრი­ზი­სის გას­ვ­ლის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა არ­ჩე­ვანს კვლა­ვაც ტრა­დი­ცი­ულ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე გა­ა­კე­თებს. ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის ბერ­კე­ტი – სა­ყო­ველ­თაო კენ­ჭის­ყ­რა – ხომ მათ ხელ­თა­ა, რა­საც ტექ­ნოკ­რა­ტებ­ზე ვერ ვიტყ­ვით.

 

კომენტარები