პროფესია – სტუდენტი

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სი­კე­თე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი და მი­სი სუბ­სი­დი­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი თე­მა­ა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს მსგავ­სად, ეს სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და თა­ვად სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის­თ­ვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ ვიტყ­ვით, რომ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი იმ ხელ­შე­უ­ხე­ბელ სი­კე­თედ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რომ­ლის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ღირს. ამი­ტომ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამომ­რ­ჩე­ველს, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში თუ მის გა­რეთ, ამ სფე­როს­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბის დათ­მო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან. სა­ბო­ლო­ოდ, კერ­ძო პი­რე­ბი და მთავ­რო­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­თი ინ­ვეს­ტი­ცია სულ უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი იყოს.

გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფუ­ლი­სა და დრო­ის ხარ­ჯ­ვი­სას ადა­მი­ა­ნებს ამოძ­რა­ვებთ რწმე­ნა, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რან­ტი­ა­ა. შე­საძ­ლო­ა, მსოფ­ლიო აირი­ოს და გა­დატ­რი­ალ­დეს, მაგ­რამ თუ ხელ­ში დიპ­ლო­მი გი­ჭი­რავს, რის­კე­ბის­გან სხვებ­ზე მე­ტად ხარ და­ცუ­ლი. თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­საზ­რე­ბით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­უწყობს ხელს. თუ სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერ­თ­-ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ფლო­ბაა – მა­შინ, რაც მე­ტი მი­ი­ღებს მას, ქვე­ყა­ნა­ში მით უფ­რო დი­დი სა­შუ­ა­ლო ფე­ნა იქ­ნე­ბა.

მოთხოვ­ნის ზრდას­თან ერ­თად, იზ­რ­დე­ბა სწავ­ლის ფა­სიც – მთავ­რო­ბა მეტ ფულს გა­მო­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. სტუ­დენ­ტე­ბი იღე­ბენ სესხს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ტვირ­თად აწ­ვე­ბათ, ან სწავ­ლის გა­და­სა­ხადს მშობ­ლე­ბი უფა­რა­ვენ. არც ისაა სა­ი­დუმ­ლო, რომ ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მით ცო­ტა თუ კმა­ყო­ფილ­დე­ბა – შემ­დეგ მო­დის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, დოქ­ტო­რან­ტუ­რა – და მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან შრო­მის ბა­ზარ­ზე. აქ კი ვი­ღა­ცას, ვი­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის ამ­დე­ნი წე­ლი არ და­უ­კარ­გავს, უკ­ვე უკე­თე­სი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი დიპ­ლო­მე­ბის მქო­ნე ახალ­ბე­და სა­მუ­შა­ოს მძებ­ნელს.

სას­წავ­ლებ­ლის კედ­ლებ­ში დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის გა­ტა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­სარ­გებ­ლო­ა, თუ ადა­მი­ა­ნი აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რ­ძე­ლებს. სის­ტე­მის შიგ­ნით ყოფ­ნა მას ამ სფე­რო­ში მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­ნარ­ჩენ პრო­ფე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი საქ­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლა­და­ა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვი­ღებთ სუ­რათს: შრო­მის ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი იურის­ტი­ა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი კი – ცო­ტა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ა, რო­გორც ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­შიც ხდე­ბა – სა­ხელ­მ­წი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტულ პრო­ფე­სი­ებს გა­მო­ყოფს. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა და მო­მა­ვა­ლი და­გეგ­მ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­ში დღეს მოთხოვ­ნად­მა პრო­ფე­სი­ამ, ხვალ, შე­საძ­ლო­ა, აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გოს.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფ­რო ამ­ცი­რებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბას. აქამ­დე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, პრო­ცე­სი არამ­ხო­ლოდ და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის სა­მუ­შა­ო­ებს ეხე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რით წარ­მა­ტე­ბით ჩამ­ნაც­ვ­ლე­ბელ­თა „რისკ-ჯგუფს” მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბიც, რო­გო­რი­ცაა იურის­ტი, ექი­მი, უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ა.შ. ამ­რი­გად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო იარა­ღი აღარ არის.

გა­ნათ­ლე­ბა­ში ფუ­ლი­სა და დრო­ის მა­სობ­რივ „დაბანდებას”, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თვით­მიზ­ნა­დაც იქ­ცე­ვა ხოლ­მე, „განათლების საპ­ნის ბუშ­ტ­საც” უწო­დე­ბენ.

ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ ტერ­მი­ნით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მოვ­ლე­ნას, რო­დე­საც რა­ი­მეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად იბე­რე­ბა. საპ­ნის ბუშ­ტი მა­შინ სკდე­ბა, რო­ცა მოთხოვ­ნა და ფა­სე­ბი ისევ ვარ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია „ბინათმშენებლობის ბუშ­ტი”: ადა­მი­ა­ნე­ბი იჯე­რე­ბენ, რომ მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლია – რა­ხან ბი­ნებ­ზე ფა­სე­ბი იზ­რ­დე­ბა, ეს ტენ­დენ­ცია სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მოთხოვ­ნის ზრდა გა­ნა­პი­რო­ბებს ბი­ნე­ბის ფა­სე­ბის ზრდას. მი­წო­დე­ბა მოთხოვ­ნას ერ­თ­ბა­შად ვერ ეწე­ვა. ბა­ზარ­ზე შე­მო­სულ მო­თა­მა­შე­ებს სჯე­რათ, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ყიდ­ვა-­გა­ყიდ­ვა მათ მო­გე­ბას მო­უ­ტანს. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, მოთხოვ­ნა იკ­ლებს, მი­წო­დე­ბა ზრდას გა­ნაგ­რ­ძ­ნობს, რაც ფა­სე­ბის მკვეთრ ვარ­დ­ნას იწ­ვევს და ბუშ­ტი სკდე­ბა. ასე მოხ­და აშ­შ­-­ში გა­სულ ათ­წ­ლე­ულ­ში.

დღეს უკ­ვე ბევ­რი ფიქ­რობს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა საპ­ნის ბუშ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია – სეს­ხე­ბი­სა და გრან­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით, ფა­სი მკვეთ­რად იზ­რ­დე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მცირ­დე­ბა. სულ უფ­რო მე­ტი სტუ­დენ­ტი იწყებს მუ­შა­ო­ბას იქ, სა­დაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნის უნა­რე­ბი სა­ჭი­რო არ არის და ხში­რად, ანაზღა­უ­რე­ბაც ბევ­რად და­ბა­ლი­ა, ვიდ­რე ეს სეს­ხის უპ­რობ­ლე­მოდ და­ფარ­ვას სჭირ­დე­ბა. სამ­თავ­რო­ბო და კერ­ძო ფი­ლან­თ­რო­პი­უ­ლი სუბ­სი­დი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­ღაც დრო­ით, სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბა ნარ­ჩუნ­დე­ბა, მაგ­რამ ბუშ­ტის გა­ხეთ­ქ­ვა მხო­ლოდ დრო­ის სა­კითხი­ა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ჭი­რო უნა­რე­ბი რომ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, ეს Occupy Wall Street-ის ფარ­გ­ლებ­ში და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ქუ­ჩებს მო­დე­ბულ­მა ახალ­გაზ­რ­დებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს. ისი­ნი „ზეგანათლებული და უმუ­შე­ვარ­ნი” არი­ან: ვერ პო­უ­ლო­ბენ სა­კუ­თარ ად­გილს, უც­რუვ­დე­ბათ იმე­დე­ბი, რო­მე­ლიც ჰქონ­დათ მა­შინ, რო­დე­საც სესხს იღებ­დ­ნენ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის და­სა­ფა­რად. სა­ბო­ლო­ოდ, ვა­ლი დარ­ჩა, სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა კი არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნ­და – ზე­გა­ნათ­ლე­ბულ­თათ­ვი­საც კი. მათ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბაა არა მხო­ლოდ ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ კარ­გად ანაზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის­თ­ვი­საც. ამის მა­გივ­რად კი, ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ – რა­ი­მე რე­ა­ლუ­რი ან მოთხოვ­ნა­დი უნა­რე­ბის გა­რე­შე.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პა­ნა­ცე­ად წარ­მო­ჩე­ნის სა­კითხს მე­ი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ბრა­ი­ან კაპ­ლა­ნიც ეხ­მი­ა­ნე­ბა. ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ეკო­ნო­მის­ტის მო­საზ­რე­ბით, ბევრ მას­წავ­ლე­ბელს, მათ შო­რის, პრო­ფე­სო­რებს, არ ძა­ლუძთ, სტუ­დენ­ტებს ის უნა­რე­ბი შეს­ძი­ნონ, რაც მათ და­საქ­მე­ბის­თ­ვის დას­ჭირ­დე­ბათ. კაპ­ლა­ნის აზ­რით, ეს გა­ნათ­ლე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის გა­და­ხედ­ვის­თ­ვის კარგ მი­ზეზს იძ­ლე­ვა. ამ თე­მას ეძღ­ვ­ნე­ბა მი­სი მო­მა­ვა­ლი წიგ­ნიც „საქმე გა­ნათ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ”.

დიპ­ლო­მის ფლო­ბა უშუ­ა­ლოდ დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბის­თ­ვის ჯერ კი­დევ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი­ა. ეს მა­შინ, რო­ცა და­საქ­მე­ბულს, ბან­კ­ში ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, შე­საძ­ლო­ა, სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბო­დეს საგ­ნე­ბი, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ეს, შე­საძ­ლო­ა, წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბად გან­ვი­ხი­ლოთ. კაპ­ლა­ნი ამას გა­ნათ­ლე­ბის „სასიგნალე მო­დელს” უწო­დებს – დიპ­ლო­მი დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის ინ­დი­კა­ტო­რია – მის მფლო­ბელს სხვებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ი­სას ფო­რას აძ­ლევს. დამ­ქი­რა­ვებ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, არა­მედ ის თვი­სე­ბე­ბი, რა­ზეც სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ღე­ბუ­ლი კარ­გი ნიშ­ნე­ბი მი­უ­თი­თებს. რო­გორც წე­სი, კარგ სტუ­დენ­ტებს გო­ნე­ბა უჭ­რით, მა­სა­ლას ად­ვი­ლად ით­ვი­სე­ბენ და მე­ტად შემ­გუ­ებ­ლე­ბი არი­ან. დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის კი ეს სა­მი თვი­სე­ბა საკ­ვან­ძო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა­ა.

რო­დის გას­კ­დე­ბა „საპნის ბუშ­ტი”, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. კაპ­ლა­ნის სიტყ­ვე­ბით­ვე რომ და­ვას­რუ­ლოთ, „განათლება ჯა­დოს­ნო­ბა არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხ­დე­ლე­ბი ფულს და­ზო­გა­ვენ, სტუ­დენ­ტე­ბი ნაკ­ლებ წელს გა­ა­ტა­რე­ბენ სას­წავ­ლებ­ლებ­ში და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რე­ა­ლურ სა­მუ­შა­ოს იპო­ვი­ან”.

კომენტარები