ვარსკვლავის გახსნა

ვაჟა აზარაშვილის ვარსკვლავის გახსნა

22 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნამდე, დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. შემოქმედებით საღამოზე ახალგაზრდა მომღერლები კომპოზიტორის ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. კონცერტს არანჟირებას ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი გაუწევს. ორკესტრს კი დავით მაზანაშვილი უდირიჟორებს.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა . 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო 22 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები