აშშ–ს კონგრესმა საქართველოს 66 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

გუშინ გვიან ღამით აშშ–ს კონგრესმა საქართველოსთვის 66 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს თანხა 2012 წელს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. საქართველოში აშშ–ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსთვის გამოსაყოფი თანხა აშშ-ის 2012 წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი და საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. ცნობილია, რომ მომავალი წლისთვის ვაშინგტონი სომხეთს 40 მლნ აშშ დოლარს, ხოლო აზერბაიჯანს 16 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

ევროპის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის საერთო ჯამში აშშ-ის ბიუჯეტიდან თითქმის 627 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული.

 

კომენტარები