კიბერუსაფრთხოება

Stratfor - ი „ქველმოქმედმა“ ჰაკერებმა გაძარცვეს

ჰაკერების ჯგუფმა ამერიკულ კვლევით ცენტრს Stratfor - ს ათასობით იმეილი, პაროლი და საკრედიტო ბარათების მონაცემები მოპარა. იმის გამო, რომ კომპანიას ინფორმაცია დაშიფრული არ ჰქონდა, ჰაკერებმა მისი მოპოვება ადვილად შეძლეს. Stratfor - ის კლიენტთა რიცხვში არიან ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, მედია-ორგანიზაციები და სამართალდამცავი ორგანოები.

კომპანიამ ამ დროისთვის სერვერებისა და იმეილების გამოყენება შეწყვიტა. ჰაკერების გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათ Stratfor - ის კლიენტების საკრედიტო ბარათებიდან მოპარული მილიონობით დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხეს.

 

კომენტარები