გრანტი

9.5 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ჩინეთისგან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს გრანტის სახით 60 მილიონ ჩინურ იუანს, ანუ დაახლოებით 9.5 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებმა ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობა იქნება. ჩინეთის მთავრობა გრანტებით საქართველოს 2005 წლიდან ეხმარება. გრანტების საერთო რაოდენობა 15.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. დაახლოებით 4.7 მილიონი აშშ დოლარი 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტია.

კომენტარები