მედია

ახალი მაუწყებელი სატელევიზიო ბაზარზე

შპს GMC-იმ საქართველოში 24 სთ-იანი მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ახალი ტელეკომპანია GMC საკაბელო ქსელის გამოყენებით, საავტორო გადაცემებით მაუწყებლობას ერთ თვეში დაიწყებს. კომპანიის დამფუძნებლის მამუკა თათოშვილის ინფორმაციით, GMC-ის მრავალფეროვანი საინფორმაციო ბადე გასართობ, საინფორმაციო და სპორტულ გადაცემებს მოიცავს. მამუკა თათოშვილი ტელეკომპანია რეგიონ TV-ის დამფუძნებელი და 55%-იანი წილის მფლობელია.

კომენტარები