ვაჟა–ფშაველა

ვაჟა–ფშაველას სამტომეული

დღეს, 28 დეკემბერს, 13:00 საათზე, ჩარგალში, ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში, პოეტისა და მწერლის სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართება.

ვაჟა–ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ მომზადდა დიდი ქართველი პოეტისა და მწერლის სამტომეული.

სამტომეული ორიგინალურია თავისი სტრუქტურით, პირველი ტომი მოიცავს ლექსებს და პოემებს, მეორე ტომში გაერთიანებულია პროზა და დრამატურგია, მესამე ტომი კი ეთმობა პუბლიცისტიკას, რომელშიც გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგი წერილებისა იბეჭდება შემოკლებით.

ჩარგალში, ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში, სამტომეულის პრეზენტაციას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება.

 

კომენტარები