სირია

ჰომსში დემონსტრაციები განახლდა

პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ჰომსის ქუჩებში ათი ათასზე მეტი სირიელი გამოვიდა. მოსახლეობა საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მთავრობამ მძიმე ტექნიკა გაიყვანა და ქალაქში არაბთა ლიგის დამკვირვებლები ჩავიდნენ.

არაბთა ლიგის გეგმის მიხედვით, მშვიდობიან დემონსტრანტებთან ხელისუფლების ანგარიშსწორება, რაც ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება, უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

ტანკები ჰომსში რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა, მოქალაქეებისა და აქტივისტების თქმით, ქალაქში სამთავრობო ძალების ძალადობას ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა არაბთა ლიგის გეგმას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ ქალაქების ქუჩებიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაიყვანოს, ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და უცხოელ ჟურნალისტებს მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება.

Syrian Observatory for Human Rights - ის განცხადების თანახმად, დამკვირვებლების ჰომსში შემოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს უშიშროების სამსახურებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები