მომსახურება

საჯარო რეესტრის მომსახურება გაიაფდა

საჯარო რეესტრში მომსახურების საფასური გაიაფდა. რეესტრის თავმჯდომარის  სოსო წიქარიშვილის განცხადებით, 2012 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთები, გადახდის ახალი წესი და მოსმახურების ვადები.

 მთავრობის დადგენილების თანახმად, ელექტრონულად საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება ნაცვლად 15 ლარისა, 10 ლარი გახდა, ხოლო ამონაწერის დაჩქარებული წესით, განაცხადის შეტანის დღესვე მომზადება,   50 ლარის ნაცვლად   40 ლარი . აღნიშნული ცვლილება ეხება, როგორც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ამონაწერებს, ასევე ამონაწერებს სამეწარმეო და არასამეწარმეო, არაკომერციულ პირთა რეესტრიდან.

 

კომენტარები