ევროკავშირი და სერბეთი

ტადიჩი: სერბეთი არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას

სერბეთი უარყოფს ბრიუსელის პირობებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეცვლის პოლიტიკას კოსოვოსთან მიმართებით . ტადიჩმა მიუღებელი უწოდა ევროკავშირის მოთხოვნას საერთაშორისო კონფერენციებში კოსოვოს მონაწილეობის შესახებ. ” სერბეთი აპირებს დაიბრუნოს თავისი ყოფილი პროვინცია და არავითარ შემთხვევაში არ სცნობს მის დამოუკიდებლობას ”. - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა . ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

2011 წლის მიწურულს ევროკავშირის ლიდერებმა 2012 წლის გაზაფხულისთვის გადადეს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, მიანიჭონ თუ არა სერბეთს ევროკავშირის წვერობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი. მაშინ ითქვა, რომ ევროკავშირი მომავალშიც დააკვირდება იმას, თუ რამდენად ერთგულია სერბეთი კოსოვოს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების.

 

კომენტარები