შოუბიზნესი

ბიონსემ გოგო გააჩინა. „მელანქოლია“ 2011 წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

ბიონსეს და ჯეი-ზის გოგო შეეძინათ. მომღერალმა ნიუ-იორკში, შაბათს იმშობიარა. ახალშობილი ქვეყანას საკეისრო კვეთით მოევლინა და მას ბლუ აივი დაარქვეს.

კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციამ, ლარს ვონ ტრიერის დრამა „მელანქოლია“ 2011 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს, რამაც ფილმის ოსკარზე წარდგენის შანსები გაზარდა.

ასოციაციამ ასევე დაასახელა 2011 წლის საუკეთესო მსახიობი ქალი, რომელიც ამავე ფილმის მსახიობი, კირსტენ დანსტია.

პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალმა ყოველწლიური საღამო გამართა, სადაც თავი მსოფლიოს ვარსკვლავებმა მოიყარეს.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ფოტოგრაფებისთვის პოზირებდნენ, ასევე ჯორჯ ქლუნი, რომელიც ფესტივალის თავმჯდომარედ დანიშნეს.

ფილმმა „The Devil Inside“ (ეშმაკი სხეულში) ვიკენდზე $ 34.5 მილიონის მოგება ნახა.

ტომ კრუზის „Mission: Impossible - Ghost Protocol“ (შეუსრულებელი მისია-4) მეორე ადგილზე აღმოჩნდა $20.5 მილიონით.

მესამე ადგილზე კი „Sherlock Holmes: A Game of Shadows“ (შერლოკ ჰოლმსი-2) გავიდა $14.1 მილიონით.

 

კომენტარები