აღმოჩენა

კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა აბანოთუბანში

წმინდა სებასტიან მოწამეთა მონასტრის ტერიტორიაზე, აბანოთუბანში, არქეოლოგიური გათხრები უნიკალური აღმოჩენით დასრულდა.

მონასტრის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავანი და კარიბჭე  აღმოაჩინეს, ასევე I საუკუნის აბანოს ნაშთები, III-IV საუკუნით დათარიღებული დიდი მოცულობის ქვევრი, რომელიც ადრე აღმოჩენილი ქვევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ნივთები.

აღმოჩენილი ნივთები და მასალები ადასტურებს, რომ საქართველოს დედაქალაქის თბილისში გამოტანამდე აქ დასახლება უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური სამუშაოები აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელს დაიწყო, ეს არ არის პირველი უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ბოლო წლის მანძილზე გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შეიცვალოს დედაქალაქის ისტორია.

სექტემბერში, მეტეხის ხიდზე, ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს ციხე-გალავნის ფრაგმენტებს, ფრაგმენტები გორგასლის პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ ციხის ქვეშ, ორი მეტრის სიღრმეში აღმოჩენილ იქნა აუზები, რომლებსაც სპეციალისტები I-II საუკუნით ათარიღებენ.

იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც აღმოჩენები გაკეთდა, სამომავლოდ იგეგმება მუზეუმების განთავსება, ღია ცის ქვეშ.

სამუშაოები მერიისა და ეროვნული მუზეუმის დაფინასებით ჩატარდა.

 

კომენტარები