ამერიკული კინო

ძველი ფილმების ახალი რელიზები

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოკომპანია Universal კლასიკად ქცეული ფილმების აღდგენას და რე-რელიზს აპირებს.

 Universal თავის ცამეტი ყველაზე ცნობილ და მაყურებლისთვის საყვარელ ფილმს (”დრაკულა”, ”ფრანკენშტეინი”, ”ყბები”, ”შინდლერის სია”, ”ჩიტები”) ბლუ რეი დისკებზე გამოუშვებს.

 პირველი განახლებული ფილმი რობერტ მალიგანის To Kill A Mockingbird იქნება, რომლის რელიზიც იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი.

 კინოკომპანია ლოგოს შეიცვლის. მარტიდან ყველა ფილმს ახალი დიზაინით შექმნილი Universal-ის სიმბოლო  ექნება.

კომენტარები