აშშ არჩევნები

ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიში მიტ რომნიმ გაიმარჯვა

მიტ რომნიმ ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიში დიდი სხვაობით გაიმარჯვა და რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის შეჯიბრში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მასაჩუსესტსის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების დაახლობით 40 % მიიღო, მეორე ადგილზე 23 %-ით ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 17%-ით იუტას ყოფილი გუბერნატორმა ჯონ ჰანთსმანმა დაიკავა.

მიტ რომნიმ გასულ კვირას აიოვას კოკუსები მოიგო. უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ მას უფრო უნდა გაუადვილდეს პარტიის შიგნით სკეპტიკოსების დარწმუნება, რომლებიც გუბერნატორობის დროს მის შედარებით ზომიერ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

შემდეგი პრაიმერი 21 იანვარს სამხრეთ კაროლინის შტატში გაიმართება.

 

კომენტარები