წიგნები

მე, ჯეიმს ბონდი და ჩიზქეიკი

ანუ როგორ ვიყიდოთ წიგნი

ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი­ა, რო­ცა შენს ქა­ლაქ­ში წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლად ერ­თი ხე­ლის თი­თე­ბიც კი საკმარისია. ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი­ა, რო­დე­საც ერთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში წიგ­ნებ­ზე მე­ტი კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხ­ვ­რის ნა­ჭე­რია, მე­ო­რე­ში 2 წიგ­ნის ფა­სი ამ მა­ღა­ზი­ის წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას აღე­მა­ტე­ბა, მე­სა­მე­ში კი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მყო­ფი წიგ­ნე­ბი, ­„­სა­კან­ცე­ლა­რიო მას­კულ­ტუ­რის” აბ­სო­ლუ­ტუ­რი დიქ­ტა­ტის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.
ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი­ა.
და თუ მა­ინც, ამ მა­ღა­ზი­ებ­ში შეს­ვ­ლი­სას შე­ძე­ლი და გა­და­ლა­ხე ამ­დე­ნი ნამ­ცხ­ვ­რის (ტარტალეტკისა და ჩიზ­ქე­ი­კის) სურ­ნე­ლის, ფუ­ლის და­ზოგ­ვის, ჭრე­ლა-­ჭ­რუ­ლა პა­ჭი-­პუ­ჭე­ბის ცდუ­ნე­ბა და მა­ინც წიგ­ნის ყიდ­ვა არ­ჩი­ე, არ გე­გო­ნოს, რომ უკ­ვე “ფინალში ხარ”. თუ თი­თო­ე­უ­ლი მა­ღა­ზი­ის წიგ­ნე­ბის სა­ძი­ე­ბო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­თო­დი არ იცი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი კი­დევ წინ გაქვს.
ხში­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე მი­ჭირს ბო­ლომ­დე გავ­შიფ­რო ეს სა­ძი­ე­ბო კო­დე­ბის სის­ტე­მა... რა პრინ­ცი­პით უნ­და ვე­ძე­ბოთ წიგ­ნი?.. ყვე­ლა მა­ღა­ზი­ას თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო აქვს. თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ორი მე­თო­დი­ა.
1. გან­თავ­სე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­ზე, ტეტ­რი­სის პრინ­ცი­პით ან, თუ გნე­ბავთ, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის პრინ­ცი­პით  რო­დე­საც წიგ­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე უსას­რუ­ლო­ბამ­დე უს­წორ­მას­წო­როდ შე­მოწყო­ბილ­-­შე­მოგ­ვერ­დე­ბუ­ლია და თუ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა ან ხე­ლის მოქ­ნი­ლო­ბა არ გაქვს, ვერც უბ­რა­ლოდ და­ათ­ვა­ლი­ე­რებ, ვერც სა­სურ­ველ წიგნს მო­ძებ­ნი და ვერც უხერ­ხუ­ლო­ბის გრძნო­ბას გა­ექ­ცე­ვი იმის გა­მო, ასე­თი მო­უქ­ნე­ლი რომ ხარ და ახორ­ხ­ლი­ლი წიგ­ნე­ბი იატაკ­ზე გად­მო­გე­ყა­რა. 
2. გან­თავ­სე­ბა ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით. ამ თით­ქოს იოლ და მი­სა­ღებ მე­თოდ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფინ­ტი მა­ინც იმა­ლე­ბა  ან­ბა­ნურ სა­ძი­ე­ბელ­ში პრი­ო­რი­ტე­ტი ხან მწერ­ლის სა­ხე­ლის, ხან კი გვა­რის პირ­ველ ასოს ენი­ჭე­ბა. რა შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­მელს, ვერ გეტყ­ვით, ამი­ტომ ამ პრინ­ცი­პით ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ხში­რად აბ­სურ­დულ ქრო­ნო­ლო­გი­ურ ან ჟან­რულ მე­ზობ­ლო­ბას ქმნი­ან. თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი ავ­ტო­რის წიგნს ეძებ, კი­დევ რა უჭირს, ორი ცდა  ჯერ სა­ხე­ლის, მე­რე გვა­რის პირ­ვე­ლი ასოს მი­ხედ­ვით და Bingo! მაგ­რამ თუ შენ­თ­ვის ახა­ლი მწერ­ლის ან ახა­ლი
წიგ­ნის მო­ძებ­ნა გინ­და, თუ მდგრა­დი ფსი­ქი­კა არ გაქვს, კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რი ში­ზოფ­რე­ნია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი­ა.
სა­მა­გი­ე­როდ, და კი­დევ კარ­გი, თუ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მი­ა­გე­ნი წიგნს, თა­ვი ჯე­იმს ბონ­დი გგო­ნი­ა. ფი­ზი­კუ­რად და მენ­ტა­ლუ­რად დაღ­ლილს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი გმი­რო­ბით ამაყს, ამ წიგ­ნ­ში გა­და­სახ­დე­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად დი­დი თან­ხა უკ­ვე არ გე­ნა­ნე­ბა. იხ­დი და გულ­ში ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი მი­გაქვს შე­ნი წიგ­ნი  ტი­პოგ­რა­ფი­უ­ლი ქა­ო­სი­დან, სა­კონ­დიტ­რო-ჯო­ჯო­ხე­თი­დან, სა­კან­ცე­ლა­რიო ტყვე­ო­ბი­დან დახ­ს­ნი­ლი, მძი­მე და პრი­ა­ლა ალ­ბო­მე­ბის პი­რა­მი­დე­ბი­დან გა­მოთხ­რი­ლი და თა­ვი­სი სიძ­ვი­რის გა­მო „გაუყიდავის” სა­მარ­ცხ­ვი­ნო სტა­ტუსს არი­დე­ბუ­ლი.  
P.S. ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მა არ შე­გე­ხე­ბათ, თუ ეძებთ წიგნს სა­თა­უ­რით „მე, ჯე­იმს ბონ­დი და მსოფ­ლიო ჩიზ­ქე­ი­კი”  ის ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­ჩენ ად­გილ­ზე­ა.
ჟან­-­კ­რის­ტოფ გრან­ჟე 
Jean Christophe GrangéLe serment des limbes 
განსაწმენდელის ფიცი
Figaro-ს შე­ფა­სე­ბით, გრან­ჟე თა­ვი­სი ჟან­რის გე­ნი­ო­სი­ა. მე ამ აზრს ბო­ლომ­დე ვი­ზი­ა­რებ და ამი­ტომ, ამ ზამ­თარს წა­სა­კითხად გრან­ჟეს უკ­ვე მე­ო­რე რო­მანს გთა­ვა­ზობთ. იმი­ტომ კი არა, რომ სხვა ვე­რა­ვინ მო­ვი­ფიქ­რე! იმი­ტომ, რომ მინ­და თა­ნა­აღ­მ­ფ­რ­თო­ვა­ნებ­ლე­ბი მყავ­დეს.
Le serment des limbes თა­ნა­მედ­რო­ვე თრი­ლე­რი­ა, და­ძა­ბუ­ლი და სა­ში­ში. სა­დაც სა­შიშ­რო­ე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო ადა­მი­ა­ნი­ა. ამ რო­მა­ნის კითხ­ვი­სას გრან­ჟე და­გა­ნა­ხებთ ყო­ველ­დღი­უ­რი, მშვი­დი ცხოვ­რე­ბის სა­პი­რის­პი­რო, და­ფა­რულ მხა­რეს. ამ რო­მან­ში გა­ი­გებთ რი­სი ჩამ­დე­ნია ადა­მი­ა­ნი, თუ მი­სი ფსი­ქი­კის მწყობრ სის­ტე­მა­ში ფუჭ­დე­ბა სა­მუხ­რუ­ჭე მე­ქა­ნიზ­მე­ბი. გრან­ჟე აგიხ­ს­ნით, რომ ადა­მი­ა­ნის ნა­თე­ლი და ბნე­ლი მხა­რე­ე­ბის დის­ბა­ლან­სი, საქ­ცი­ე­ლე­ბის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მო­ტი­ვა­ცია  ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­დის. თუ ბავ­შ­ვო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღეთ ან სას­ტი­კად გექ­ცე­ოდ­ნენ, შე­ე­გუ­ეთ აზრს, რომ თქვენ პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი-­მა­ნი­ა­კი ხართ. 
სამ­ხ­რეთ­-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში მხე­ცუ­რად მოკ­ლულ ახალ­გაზ­რ­და და­ნი­ელ ტუ­რისტ გო­გოს პო­უ­ლო­ბენ. პლაჟ­ზე გან­მარ­ტო­ე­ბით მდგო­მი ბუნ­გა­ლო, სა­დაც მის და­სა­ხიჩ­რე­ბულ გვამს აღ­მო­ა­ჩე­ნენ, და­ი­ვინ­გის ყო­ფილ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს  ჟაკ რე­ვერ­დის ეკუთ­ვ­ნის. ერ­თხელ, ად­რე, სპორ­ტ­ს­მე­ნი უკ­ვე იყო ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი მძი­მე და სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლე­ბის გა­მო გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს. რი­ვერ­დი აბ­სო­ლუ­ტურ პროს­ტ­რა­ცი­ა­შია და ხმას არ იღებს. მას ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სე­ბენ. ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, უსას­ტი­კე­სი მკვლე­ლის უც­ნა­უ­რი და იდუ­მა­ლი ის­ტო­რი­ე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი მარკ დუ­პე­ი­რა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. სას­ტიკ მკვლელ­ზე ის სას­ტიკ ექ­ს­პე­რი­მენტს ატა­რებს  იწყებს წე­რი­ლე­ბის წე­რას კლი­ნი­კა­ში, ახალ­გაზ­რ­და, ლა­მა­ზი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, მაგ­რამ მი­ა­მი­ტი გო­გოს სა­ხე­ლით. დუ­პე­ი­რას თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი რე­ვერ­დის გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ზე გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ  ჟურ­ნა­ლის­ტის ში­ნა­გა­ნი დე­მო­ნე­ბი, თურ­მე, მხო­ლოდ სა­სურ­ველ მო­მენტს ელოდ­ნენ. არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვი­სას უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა აღარ რჩე­ბა.
გრან­ჟეს­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­მა­ნის გე­ოგ­რა­ფი­ა, ზო­გა­დად, მი­სი ყვე­ლა წიგ­ნის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი „ფიშკა”  თა­ვი­სი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სი­სას­ტი­კის გა­მო თით­ქოს ძა­ლით მო­გო­ნილ სა­ში­ნე­ლე­ბებს შო­რის უცებ ჩნდე­ბა რე­ა­ლუ­რი ქა­ლა­ქე­ბი, რე­ა­ლის­ტუ­რად დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი და ახ­ლო ხე­დით და­ზუ­მე­ბუ­ლი, იმ­დე­ნად დო­კუ­მენ­ტუ­რი, რომ სულ ელი ასეთ წი­ნა­და­დე­ბას  „ჟაკ რე­ვერ­დი კუს­ტოს გუნ­დ­ში მუ­შა­ობ­და”. 
მოკ­ლედ, Le serment des limbes შე­სა­ნიშ­ნა­ვი დე­ტექ­ტი­ვი­ა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თრი­ლე­რი. დი­ახ   ისევ მა­ნი­ა­კი, დი­ახ  მათ­ზე ულე­ვი და­წე­რი­ლა, კი ბა­ტო­ნო  ზედ­მე­ტად შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლი დე­ტა­ლე­ბი და სის­ხ­ლიც ზო­მა­ზე მე­ტი. მაგ­რამ  აბ­სო­ლუ­ტუ­რად არატ­რი­ვი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტი, არა­ვი­თა­რი მო­მა­ბეზ­რებ­ლად მდო­რე პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ნამ­დ­ვი­ლი, ხორ­ცი­ა­ნი ტექ­ს­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ენა. მთლი­ა­ნო­ბა­ში წიგ­ნი მძი­მე ნა­ლექს ტო­ვებს  ძა­ლი­ან ბევ­რი ჭუჭყი და სი­სას­ტი­კე­ა, შე­უ­ხე­და­ვი, ბინ­ძუ­რი და სა­ში­ში გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ა. გრან­ჟეს  აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს უბ­რა­ლოდ კარ­გი, და­ძა­ბუ­ლი დე­ტექ­ტი­ვი. ეს რო­მა­ნი  ამაზ­რ­ზე­ნად გა­დამ­დე­ბი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ზიზღა­რი დე­ტა­ლე­ბით თავ­ბ­რუს­დამ­ხ­ვე­ვი თხრო­ბა­ა. დამ­ნა­შა­ვე თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლია  ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში ჩა­კე­ტი­ლი მა­ნი­ა­კი სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა, თით­ქოს რა უნ­და ემუქ­რე­ბო­დეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ჟურ­ნა­ლისტს?.. მაგ­რამ...  წიგ­ნის ფი­ნა­ლი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი­ა. და­იწყეთ ამ რო­მა­ნის კითხ­ვა და ბნე­ლის ძი­ე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში. 
ბო­რის აკუ­ნი­ნი
Борис Акунин квест (1930, 1812)
კვესტი (1930, 1812)
ბო­რის აკუ­ნი­ნი იგი­ვე გრი­გოლ შალ­ვას ძე ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­ა. ის 1956 წელს ზეს­ტა­ფონ­ში და­ი­ბა­და. მა­მა  შალ­ვა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ოფი­ცე­რი იყო, დე­და  ბერ­ტა ისა­ა­კის ასუ­ლი ბრა­ზინ­ს­კი  რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. 1958 წლი­დან ოჯა­ხი საცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­დის. პა­ტა­რა გრი­გო­ლი 1973 წელს მოს­კო­ვის ინ­გ­ლი­სურ სკო­ლას ამ­თავ­რებს და სწავ­ლას აზი­ი­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ა-­ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რ­ძობს. აქვს ის­ტო­რი­კოს იაპო­ნი­ის­მ­ცოდ­ნის დიპ­ლო­მი. სწო­რედ ამი­ტომ, გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი იაპო­ნუ­რი (მისიმა იუკი­ო, კო­ბო აბე) და ინ­გ­ლი­სუ­რი (კორგესან ბო­ი­ლი, მალ­კოლმ ბრედ­ბე­რი და სხვა) ლი­ტე­რა­ტუ­რის საკ­მა­ოდ კარ­გი და ცნო­ბი­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლი­ა. 
1994-2000 წლებ­ში ჟურ­ნალ Иностранная литература-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ა, არის იაპო­ნუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ან­თო­ლო­გი­ის ოც­ტო­მე­უ­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და სო­რო­სის ფონ­დის მე­გაპ­რო­ექ­ტის  პუშ­კი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის  გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მძაფ­რი კრი­ტი­კით და მკვეთ­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბით. ასე მა­გა­ლი­თად, გა­ზეთ Libération-ისთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მან პუ­ტი­ნი კა­ლი­გუ­ლას შე­ა­და­რა. ცნო­ბილ ЮКОС-ის საქ­მეს ჩხარ­ტიშ­ვილ­მა „პოსტსაბჭოთა სა­სა­მარ­თ­ლოს მრა­ვალ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხ­ვი­ნო ფურ­ცე­ლი” უწო­და. 2010 წელს, ხო­დორ­კოვ­ს­კი­სა და ლე­ბე­დე­ვი­სათ­ვის მე­ო­რე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, სა­ჯა­როდ გა­ნაცხა­და რუ­სე­თის „ამპუტინაციის” გეგ­მის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე.   
ეს რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვილს. 1998 წლი­დან ის იწყებს მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რას და ამი­ე­რი­დან ბო­რის აკუ­ნი­ნი­ა. ბო­რი­სი  საყ­ვა­რე­ლი დე­დის, ბერ­ტას სა­ხე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, იაპო­ნუ­რი სიტყ­ვა „აკუნინ” (იეროგლიფი 悪人) კი ქარ­თუ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით ასე ითარ­გ­მ­ნე­ბა: „ყაჩაღი, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი და ურ­ყე­ვი ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნი­ა”. 
2000-იანების და­საწყის­ში მე და ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა, ბო­რის აკუ­ნინს კითხუ­ლობ­და. წა­სა­კითხი კი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს. მარ­ტო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნე­ბის სე­რია „ახალი დე­ტექ­ტი­ვი (ერასტ ფან­დო­რი­ნის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი)” 11 რო­მა­ნის­გან შედ­გე­ბა. მარ­ტო ფან­დო­რი­ნის პერ­სო­ნა­ჟის შექ­მ­ნი­სათ­ვის აკუ­ნი­ნი იმ­სა­ხუ­რებს, რომ, ჩე­მი უხე­ში დათ­ვ­ლე­ბით, მი­სი 40-მდე რო­მა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე მა­ინც წა­ი­კითხო. ერასტ ფან­დო­რი­ნი  ჭკვი­ა­ნი, ირო­ნი­უ­ლი, დახ­ვე­წი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­ხით, ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და ამი­ტომ და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი ჭა­ღა­რა ბა­კე­ბით, დრა­მა­ტუ­ლი წარ­სუ­ლით და მშფოთ­ვა­რე აწ­მ­ყო­თი. ის უფ­რო ანა­ლი­ტი­კო­სი­ა, ვიდ­რე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, თით­ქ­მის რუ­სი შერ­ლოკ ჰოლ­მ­სი, ისე­თი­ვე ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და, რაც მთა­ვა­რი­ა, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი. ბო­რის აკუ­ნი­ნი კი კარ­გი მწე­რა­ლი, მაგ­რამ მა­ნამ­დე, ვიდ­რე არ გა­დაწყ­ვეტს სა­კუ­თა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი იმ­პე­რია შექ­მ­ნას, ghost writer-ებითა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით. აკუ­ნი­ნი ბო­რო­ტი მეც­ნი­ერ­-­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რია  მან ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლე­ბად და­ა­ნა­წევ­რა და ამ ელე­მენ­ტე­ბის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გა­და­ნაც­ვ­ლე­ბე­ბით ერ­თო­ბა. მაგ­რამ ჩვენც რომ გვარ­თობს?! 
რო­მა­ნი „კვესტი (1930, 1812)” ამავ­დ­რო­უ­ლად რო­მა­ნი-­კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში­ა. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც იკითხე­ბა კი­დეც და ითა­მა­შე­ბა კი­დეც. მძაფ­რ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი რო­მა­ნი აგე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის კა­ნო­ნე­ბი­თა და ლო­გი­კით. ავ­ტო­რი მკითხ­ველს სთა­ვა­ზობს ფან­ტას­ტი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, წიგ­ნის მთა­ვარ გმირ­თან ერ­თად ამოხ­ს­ნას კა­ცობ­რი­ო­ბის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო, რის­თ­ვი­საც მო­უ­წევს იმოგ­ზა­უ­როს 30-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და იქი­დან, კი­დევ უფ­რო ად­რე­ულ ეპო­ქა­ში. პირ­და­პირ გა­გაფ­რ­თხი­ლებთ, რომ ამ წიგ­ნის წა­კითხ­ვა ორი­გი­ნალ­შია სა­სურ­ვე­ლი, ანუ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ით  ინ­ტერ­ნეტ­ში ან ელექ­ტ­რო­ნულ დი­ვა­ი­სებ­ში, მთე­ლი თა­ვი­სი მულ­ტი­მე­დი­უ­რი ფინ­ტე­ბით. მხო­ლოდ ასე ისი­ა­მოვ­ნებთ სრულ­ყო­ფი­ლად ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რით. 
“კვესტი” ორ­მაგ­ძი­რი­ა­ნი რო­მა­ნი­ა, უფ­რო სწო­რად   ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თ­მა­ნეთს მი­ნიშ­ნე­ბა-­კო­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკავ­შირ­დე­ბა. წიგ­ნის მთა­ვა­რი ხა­ზი ე.წ. გე­ნი­ა­ლო­ბის ექ­ს­ტ­რაქ­ტის ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. აქ დრო­დად­რო დე­ტექ­ტი­ვი science fiction-ში გა­და­დის და „ტვინის ჭყლეტ­ის” მოყ­ვა­რუ­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ჰპირ­დე­ბა. 
1930 წე­ლი. ამე­რი­კე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი როტ­ვე­ლე­რი მეც­ნი­ერ­-­დი­ვერ­სან­ტ­თა ჯგუფს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბით საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში აგ­ზავ­ნის. მოს­კო­ვის სამ­თავ­რო­ბო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში “გენიალობის შრატ­ზე” მუ­შა­ო­ბა სა­ბო­ლოო სტა­დი­ა­ში შე­დის. ამე­რი­კე­ლებ­მა უნ­და იპო­ვონ და გა­ა­ნად­გუ­რონ ეს პრო­ექ­ტი, ვიდ­რე მას ბო­რო­ტი კო­მუ­ნის­ტე­ბი ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს აკუ­ნი­ნის ყვე­ლა­ზე ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბია  ყო­ველ ლე­ველ­ზე ტექ­ნი­კის და ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის ახალ­-ა­ხა­ლი ფო­კუ­სე­ბი­ა, ფი­ნა­ლი კი მთლად ამე­რი­კუ­ლი “მთიელის”  სა­კად­რი­სი­ა. სა­ბო­ლო­ოდ, მშვე­ნი­ე­რი გა­სარ­თო­ბი სა­კითხა­ვი­ა, უამ­რა­ვი click-ებით და back-ებით. სა­უ­კე­თე­სო კო­მერ­ცი­უ­ლი წიგ­ნი, მაგ­რამ მა­ინც „ერთჯერადი”  ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით იკითხე­ბა, მაგ­რამ დას­რუ­ლე­ბი­სას მის­კენ გა­ხედ­ვაც კი არ გინ­და, არ გახ­სენ­დე­ბა. 
და მა­ინც, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეთ რა­ში მდგო­მა­რე­ობს ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის მი­სია საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში? გინ­დათ იცო­დეთ მე­ტი, ვიდ­რე გალ­ტონ ნორ­დ­მა? მა­შინ წა­ი­კითხეთ „კოდები”  ეს რო­მა­ნის კი­დევ ერ­თი, ფა­რუ­ლი ლე­ვე­ლი­ა. 
და კი­დევ, თუ გიყ­ვართ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი შუ­თე­რე­ბი და კვეს­ტე­ბი, ან თუ კითხუ­ლობთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც აკუ­ნი­ნი წერს, წა­ი­კითხეთ „კვესტი”. თუ­კი აკუ­ნი­ნის ჯერ არა­ფე­რი წა­გი­კითხავთ, და­იწყეთ მი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი „აზაზელით”. 

 

 

კომენტარები