ქართული კინო

ქართული ფილმი წმინდა ნინოზე

გია კერესელიძის ფილმის გაღება, რომელიც წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, გაზაფხულზე დაიწყება.  ცნობილია, რომ პირველ ნაწილს იტალიაში გადაიღებენ.

"ფილმის მთავარ როლზე არავინ არის არჩეული. იტალიაში გადავიღებთ პირველ ნაწილს, სადაც ნინოს პერსონაჟი არ ჩანს. მოვილაპარაკეთ იტალიელებთან, შევარჩიეთ ადგილები, სადაც გადავიღებთ. რაც შეეხება კასტინგს, მე ვნახე რამდენიმე კარგი გოგონა, ვარჩევთ ტიპაჟებს,  გადავწყვეტთ საბოლოოდ ვის დავნიშნავთ მთავარ როლზე". - განაცხადა ფილმის რეჟისორმა გია კერესელიძემ.

იტალიის გარდა გადაღებები სხვა ქვეყნებშიც არის დაგეგმილი, ძირითად ნაწილს კი საქართველოში გადაიღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი.

 

კომენტარები