სომეხთა გენოციდი

თურქეთი საფრანგეთს საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება

0 კომენტარი

საფრანგეთის სენატმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა გენოციდის უარყოფის დანაშაულად გამოცხადებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ახლა ხელმოსაწერად პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გაიგზავნება.

მანამდე, აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოიწონა. კანონპროექტის თანახმად სომეხთა გენოციდის უარყოფისთვის მოქალაქეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და  ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ქვედა პალატის გადაწყვეტილების გამო თურქეთმა მაშინ  საფრანგეთთან სამხედრო  თანამშრომლობა შეაჩერა. სენატის გუშინდელ გადაწყვეტილებას კი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ”დისკრიმინაციული და რასისტული” უწოდა. ის საფრანგეთს საპასუხო ნაბიჯებითაც დაემუქრა.

გავრცელებული ცნობებით,  ერევანში დღეს ბევრი ადამიანი მივიდა საფრანგეთის საელჩოსთან ყვავილებით და ასე გამოხატა საფრანგეთის მიმართ მადლიერება  სენატის  გადაწყვეტილების გამო.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები