სომეხთა გენოციდი

მადლიერების აქცია საფრანგეთის საელჩოსთან

საქართველოში მცხოვრებმა   ეთნიკურმა სომხებმა  და სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან,  მადლიერების აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საელჩოსთან საქართველოს და სომხეთის დროშებით მივიდნენ და  პატარა სანთლების განლაგებით გამოსახეს სიტყვა - Merci.  აქციის მონაწილეებმა   ასე მადლიერება გამოხატეს  საფრანგეთის სენატის მიერ იმ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

 სომხეთი აცხადებს, რომ  პირველი მსოფლიო ომის დროს   1. 5 მილიონი სომეხი შეიწირა გენოციდმა ოსმალეთის იმპერიაში.  თურქეთი კი  არასწორად მიიჩნევს დასახელებულ ციფრს და თან უარყოფს გენოციდის ბრალდებას.

 საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სცნეს სომხების  გენოციდი.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ   გასულ წელს ,  თავისი კავკასიური ტურენს დროს,  მოუწოდა თურქეთს  გენოციდად აღიაროს სომხების დახოცვა გასული საუკუნის დასაწყისში. 

კომენტარები