კინო

თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა

ცნობილი ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპულოსი გუშინ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ის ამჟამად ტრილოგიის ბოლო ნამუშევარზე „სხვა ზღვა“-ზე მუშაობდა. ტრაგედია მოხდა გზაზე გადასვლისას, როდესაც რეჟისორს მოტოციკლეტისტი დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ დაჯახების შემდეგ რეჟისორი კიდევ რამდენიმე საათი იყო ცოცხალი, მძიმე ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თეო ანგელოპულოსი იყო არამარტო ბერძნული, არამედ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა. ის იყო ბერლინის, კანის, სალონიკის, ვენეციის და სხვა პრესტიჟულ ფესტივალთა გამარჯვებული.

 

კომენტარები