ფოტოგრაფია

ჩუმი ომი

ამო­ნა­რი­დი მომ­ცრო ზო­მის ბლოკ­ნო­ტი­დან:

ომ­ში ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დია, ერ­თის გარ­და – იქ, სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა. გო­გი ცა­გა­რე­ლი

გო­გი ცა­გა­რე­ლი 64 წლი­საა. რაც კი თა­ვი მახ­სოვს, მგო­ნი სულ ასე­თია: დი­დი სათ­ვა­ლით და თეთ­რი თმით. ახ­ლა, რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს აღარ უწ­ყობს, მთელ დღე­ებს სახ­ლში, ფო­ტო­ებ­თან ატა­რებს: ბეჭ­დავს, ამუ­შა­ვებს, ახა­რის­ხებს. ბევ­რი ლა­პა­რა­კი და დი­დი კამ­პა­ნი­ე­ბი არას­დროს უყ­ვარ­და. ამი­ტო­მაც ხში­რად უა­რით ის­ტუმ­რებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად იმ ტკი­ვი­ლი­სა და სიმ­ძი­მე­ე­ბი­სა, რო­მელ­შიც მი­სი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით ხში­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლა, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. არც ახ­ლაა. ვერც – „ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას იზამს” შვე­ბა რა­მეს. სენ­ტი­მენ­ტე­ბი, აქ სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა.

გო­გი ცა­გა­რე­ლის ობი­ექ­ტივ­ში ომს და სიკ­ვდილს ბევ­რჯერ გა­უ­ელ­ვე­ბია. მი­სი ფო­ტო­ე­ბით ბო­ლო ათ­წლე­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლა შე­იძ­ლე­ბა – ეს ერ­თგვა­რი მა­ტი­ა­ნეა. 80-ია­ნე­ბის ბო­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი აღ­ლუ­მე­ბის და საბ­ჭო­თა ჯა­რის სე­რი­ებ­ში გრძნობ იმას, რა­ზეც ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რობ­და და რაც არ­სად იწე­რე­ბო­და – სად­ღაც, ბნელ კუთ­ხე­ში შე­ყუ­ჟულ საფ­რთხეს და უც­ნა­ურ, აუხ­სნელ ფო­რი­აქს. 90-ია­ნე­ბი კი ახა­ლი ეტა­პია: მი­ტინ­გე­ბით, სივ­რცის გარ­ღვე­ვის სურ­ვი­ლით და უსას­რუ­ლო ომე­ბით: სა­მა­მუ­ლო, აფ­ხა­ზე­თი, ცხინ­ვა­ლი, ყა­რა­ბა­ღი, ჩეჩ­ნე­თი.

ად­რე

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ,1946 წელს ცა­გა­რე­ლე­ბის ოჯახ­მა ბი­ნა რუს­თა­ველ­ზე, კა­დე­ტე­ბის კორ­პუს­ში მი­ი­ღო. მა­მა – მი­ხე­ილ მა­თეს ძე ცა­გა­რე­ლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მფრი­ნა­ვი იყო. სახ­ლი, რო­მელ­შიც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი და მა­თი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ერთ დიდ სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და: სა­ერ­თო საკ­ვან­ძო ოთა­ხე­ბი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. მო­ბი­ნად­რე­ებს შო­რის მფრი­ნა­ვე­ბი არც ისე ბევ­რნი იყ­ვნენ. ამი­ტომ, თა­ვი­დან­ვე რა­ღაც კას­ტა­სა­ვით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს: იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, იხ­სე­ნებ­დნენ, ხუმ­რობ­დნენ. ცა­გა­რე­ლე­ბის სარ­

თულ­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი ცხოვ­რობ­და. გმირ­თან სტუმ­რო­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ამას, ერ­თი ბა­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­და – გმი­რი ერ­თა­დერ­თი გახ­ლდათ მთელ სახ­ლში, ვი­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი ჰქონ­და. მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე ოთ­ხკუთ­ხე­დი ყუ­თის ნახ­ვის და ყუ­რე­ბის უფ­ლე­ბა კი, მხო­ლოდ მას, მფრი­ნავ მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის ვაჟს ჰქონ­და.

ცა­გა­რე­ლე­ბის პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე ორად გა­ყო­ფილ პა­ტა­რა ოთახს წარ­მო­ად­გენ­და. ერ­თი ბავ­შვებს – გო­გის და მის უფ­როს დას, ლა­ლას ეკუთ­ვნო­დათ, ხო­ლო მე­ო­რე – მშობ­ლებს.

წვი­მი­ან დღე­ებს დე­რეფ­ნებ­ში, პინგ-პონ­გის თა­მაშ­სა და ვე­ლო­სი­პე­დით გრი­ალ­ში ატა­რებ­დნენ. სა­შინ­ლად ბევ­რი ბავ­შვი იყო, ასამ­დე მა­ინც, ფუტ­კრე­ბი­ვით ვი­რე­ო­დი­თო. ისე­ვე რო­გორც დღე­ვან­დე­ლი – მა­შინ­დე­ლი, პა­ტა­რა გო­გი ცა­გა­რე­ლიც სათ­ვა­ლით და­დი­ო­და: მრგვა­ლი ფორ­მის სქელ ჩარ­ჩოს ვე­ლო­სი­პედს ეძახ­დნენ. კლას­ში, და­ბალ ხმა­ზე არა­ერ­თხელ გა­უ­გია – ვე­ე­ე­ლო­ო­ო­სი­იი...

მფრი­ნავ მა­მას შვი­ლის­თვის ომ­ზე თით­ქმის არა­ფე­რი მო­უ­ყო­ლია. მარ­ტო ერ­თხელ, რო­დე­საც მა­მის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ა­თის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შუ­შა ნა­ხა და იკით­ხა, მოკ­ლედ აუხ­სნეს, რომ შუ­შა და­ზი­ან­და, რად­გან თვით­მფრი­ნავს ცეც­ხლი მო­ე­კი­და, ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვო­და და რომ... მა­მამ მო­ას­წრო თვით­მფრი­ნა­ვის დას­მა და... მოკ­ლედ.

სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მა­მამ აე­რო­პორ­ტში და­იწ­ყო მუ­შა­ო­ბა. დი­ლით უთე­ნია გა­დი­ო­და და უკან გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და. ანუ სახ­ლში მა­შინ იყო, რო­ცა ბავ­შვებს ეძი­ნათ. მის აღ­ზრდა­ში დი­დი რო­ლი დამ შე­ას­რუ­ლა. ის ას­წავ­ლი­და მა­გი­დას­თან ჯდო­მის წე­სებს, და­ნა-ჩან­გლის და­ჭე­რას, სწო­რად მოქ­ცე­ვას... 8 წლით უფ­რო­სი იყო! სამ­ხედ­რო­ე­ბის კორ­პუს­ში რუ­სე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. დე­და ჩრდი­ლო ოსე­თი­დან იყო. მარ­თა­ლია, ქარ­თუ­ლი იცო­და, მაგ­რამ რუ­სუ­ლად უკეთ სა­უბ­რობ­და. ერთ დღეს მა­მამ სი­ურ­პრი­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მი­სი ვა­ჟი სრუ­ლე­ბით ვერ ლა­პა­რა­კობ­და ქარ­თუ­ლად. უფ­რო მე­ტიც – არც ეს­მო­და. ამი­ტომ, გო­გის სას­წრა­ფოდ გა­მო­უ­წე­რეს ყო­ვე­ლი ზაფ­ხუ­ლის მა­მის ნა­თე­სა­ვებ­თან, ქუ­თა­ის­ში გა­ტა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ქუ­თა­ის­ში სა­ზაფ­ხუ­ლო-გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის სტუმ­რო­ბე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი მი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა მა­ინც ვერ გახ­და – უკ­ვე დი­დი ვი­ყა­ვი და აქ­ცენ­ტი ვერ გა­დავ­ლა­ხეო.

სამ­შე­ნებ­ლო­ზე ჩა­ა­ბა­რა, სან­ტექ­ნი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე – ვერ გეტ­ყვი, რომ ეს ჩე­მი მო­წო­დე­ბა იყო, მაგ­რამ ასე მოხ­დაო. მე­რე მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო, ირაკ­ლიც გა­უჩ­ნდათ და ერთ დღეს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ხელ­ში ცო­ლის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი – ზე­ნი­ტი აი­ღო, ირაკ­ლის გა­და­ვუ­ღე­ბო.

ირაკ­ლის გა­და­ღე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ფო­ტოგ­რა­ფია ისაა, რაც გო­გი ცა­გა­რელ­მა 32 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. „რო­დის, ამას არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, – მე­უბ­ნე­ბა მი­სი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი, – რომ არა 32 წლის ასაკ­ში, ის მა­ინც მი­ვი­დო­და ფო­ტოგ­რა­ფი­ამ­დე, 35-ის, 40-ის, მე­რე”.

ომე­ბი

გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი: “გო­გი ერ­თ-ერთი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი იყო, რო­მელ­მაც აფ­ხა­ზე­თის ომი გა­და­ი­ღო. რო­გორც კა­პა მი­დი­ო­და გა­და­სა­ღე­ბად, ზუს­ტად ისე წა­ვი­და, ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად იო­მა და ჩა­მო­ვი­და. გო­გი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და რომ ომი ად­ვი­ლი გა­და­სა­ღე­ბია. რად­გან ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი ზე­და­პირ­ზე ამო­დის, შენ უბ­რა­ლოდ თი­თი უნ­და აჭი­რო ღი­ლაკ­სო”.

ომ­ში წას­ვლა არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია. მარ­ტი­ვია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ აი­ღებ­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ეს, შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი იყო. არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც რე­დაქ­ტო­რე­ბი სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდნენ. არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ერ­თხელ წას­ვლას გეგ­მავ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აფ­ხა­ზე­თის 12-თვი­ან ომ­ში, ფო­ტოგ­რაფ­მა გო­გი ცა­გა­რელ­მა 3-4 თვე გა­ა­ტა­რა.

ამო­ნა­რი­დი რვე­უ­ლი­დან:

“ხა­ინ­დრა­ვას ფილ­მი ვნა­ხე. ამ ფილ­მმა გა­მახ­სე­ნა ის ის­ტო­რია, რაც ომის მე­რე, 2 წლის შემ­დეგ და­მე­მარ­თა. ტე­ლე­ვი­ზორ­ში აჩ­ვე­ნებ­დნენ ომის კად­რებს, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს. ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ სრულ უსაფ­რთხო­ე­ბა­ში, ვიგ­რძე­ნი სა­ზიზ­ღა­რი, წე­ბო­ვა­ნი, პა­ნი­კუ­რი ში­ში. არა­და, აფ­ხა­ზეთ­ში გა­და­მი­ღია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ შიშს ვგრძნობ­დი ხოლ­მე, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბა­ში ხელს არ მიშ­ლი­და და რო­მელ­საც ომ­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის გრძნობ. ში­ში, რო­მელ­საც ეჩ­ვე­ვი და რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არ მოქ­მე­დებს შენს ქცე­ვა­ზე. და აი აქ, ახ­ლა, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ, კი­ნა­ღამ მოვ­კვდი ში­შის­გან”.

ამას პოს­ტტრავ­მა­ტუ­ლი ში­ში ჰქვია. ეს ადა­მი­ან­ში დარ­ჩე­ნი­ლი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც არ იყო გა­რეთ გა­მო­სუ­ლი. გა­გივ­ლის – მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე აუხ­სნა ექიმ­მა.

აფ­ხა­ზე­თამ­დე, პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლი ომი თბი­ლი­სის იყო. დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­უ­რე­კეს – გო­გი, და­იწ­ყოო. ტაქ­სიმ შორს გა­უ­ჩე­რა. რუს­თა­ვე­ლი ფე­ხით გა­ი­ა­რა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სახ­ლთან გა­ჩერ­და, რამ­დე­ნი­მე ფო­ტოგ­რა­ფი და­ი­ნა­ხა. ფო­ტო უნ­და გა­და­ე­ღო, მაგ­რამ უცებ მიხ­ვდა, რომ ვერ შეძ­ლებ­და – ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებ­და. არ ახ­სოვს ზუს­ტად რა­ზე ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ხე­ლებს ვერ აჩე­რებ­და. ამი­ტომ მუხ­ლზე დად­გა, ცა­ლი ხე­ლით აპა­რა­ტი მო­ი­მარ­ჯვა, მე­ო­რის იდაყ­ვი მუხლს და­აყ­რდნო და ობი­ექ­ტივ­ში გა­ი­ხე­და. კან­კა­ლი მა­ლე გა­ვი­და, აღა­რას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ში­შით შე­ში­ნე­ბია, მაგ­რამ კან­კა­ლი? არას­დროს. ასე და­იწ­ყო ომე­ბი.

სო­ხუმ­ში გვარ­დი­ას­თან ერ­თად შე­ვი­და. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ ქა­ლა­ქი აფ­ხა­ზე­ბის­გან დაც­ლი­ლი იყო, ჯარს ჩა­მო­შორ­და და მარ­ტომ და­იწ­ყო ბო­დი­ა­ლი. თბი­ლის­ში მხო­ლოდ დრო­დად­რო, გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის ჩა­მო­სა­ტა­ნად ბრუნ­დე­ბო­და, 2 კვი­რა ჩერ­დე­ბო­და. ამ დროს არა­ფერს აკე­თებ­და, არა­ფერს იღებ­და. ვერ ვი­ღებ­დიო. მე­რე, ისევ უკან მი­დი­ო­და. რა­ტომ? ამა­ზე პა­სუ­ხი არც გო­გის აქვს და არც იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ად­რე­ნა­ლი­ნი? სი­სუ­ლე­ლეა, არა, ეგ არა­ფერ შუ­ა­ში­აო. მაგ­რამ რა­ტომ? პა­სუ­ხი მა­ინც არ არის. შენ, უბ­რა­ლოდ, ბრუნ­დე­ბი უკან.

თვით­მფრი­ნავ­ში ად­გი­ლე­ბი მუ­დამ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო: სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, დაჭ­რი­ლე­ბი... ზო­გიც ფეხ­ზე იდ­გა. ხში­რად უმ­გზავ­რია ასე, ფეხ­ზე, ხე­ლე­ბით რა­ღა­ცა­ზე მო­ჭი­დე­ბულს. ეგ არა­ფე­რი, თვით­მფრი­ნა­ვე­ბი გა­უ­მარ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაფ­რი­ნავ­დნენ, ჰო­და, მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე დაჯ­დო­მი­სას იწ­ყე­ბო­და, რო­დე­საც კა­ბი­ნი­დან მფრი­ნა­ვი გა­მო­ვარ­დე­ბო­და და ყვი­რო­და: აბა, ყვე­ლა კუ­დი­სა­კენ, კუ­დი­სა­კენ! თვით­მფრი­ნა­ვის კუდ­ში მი­ქუჩ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. სწო­რედ ასეთ დროს ხვდე­ბი რა უსუ­სუ­რი ხარ, რომ შენ­ზე არა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც გარ­შე­მო ის­ვრი­ან, იქ იმას მა­ინც ფიქ­რობ – რას ამო­ე­ფა­რო, სად და­ი­მა­ლო. აქ კი... ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, თვით­მფრი­ნავ­ში ილო­ცა.

სო­ხუ­მის და­ცე­მა­ზე ჯერ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და. უბ­რა­ლოდ გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც თვით­მფრი­ნავ­ზე – აღარ დაფ­რი­ნავ­სო – მი­ი­ღო პა­სუ­ხად. მა­ინც წა­ვი­და. თბი­ლი­სი-კო­პიტ­ნა­რი და იქი­დან ოჩამ­ჩი­რე. სო­ხუმ­ში მოხ­ვედ­რას რომ ვე­ღარ შეძ­ლებ­და, ამას იმ დღეს­ვე მიხ­ვდა, რო­დე­საც ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის და მი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ე­ბი და­ი­ნა­ხა – ბევ­რნი იყ­ვნენ, სა­ნა­პი­როს მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

 29 სექ­ტემ­ბერს, ოჩამ­ჩი­რი­დან ბო­ლო მა­ტა­რებ­ლით წა­მო­ვი­და. გზად ჯა­რის­კა­ცე­ბი ამო­ვიდ­ნენ. ყვე­ლა დაჭ­რი­ლი იყო. ერ­თი კი, მის წინ იჯ­და და შე­უ­ჩე­რებ­ლად ბუტ­ბუ­ტებ­და – 100 ვი­ყა­ვით, 25 დავ­რჩით, 100 ვი­ყა­ვით, 25 დავ­რჩით. ბო­ლოს, ოფი­ცერ­მა მაგ­რად შე­უყ­ვი­რა. გა­ჩუმ­და.

“ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის, რომ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს, აღარ იწ­ყებს პრან­ჭვას. წვრილ­მა­ნი ყვე­ლა­ფე­რი გტო­ვებს და შიშ­ვე­ლი რჩე­ბი. ის ნამ­დვი­ლი ხდე­ბა. კარ­გი უფ­რო კარ­გი, ცუ­დი – უფ­რო ცუ­დი.

კვა­ლი? ალ­ბათ სი­ცოც­ხლე-სიკ­ვდილს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ. იაკ 40-ით მოვ­ფრი­ნავ­დით. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცი იწ­ვა გა­და­წო­ლილ სკა­მებ­ზე, ილუ­მი­ნა­ტორ­თან. გვერ­დზე 15 წლის ბი­ჭი ეჯ­და, რო­მე­ლიც ჩუ­მად ტი­რო­და. მი­სი ძმა იყო. ბი­ჭის თავ­თან, ფეხ­ზე ვი­დე­ქი. გარ­შე­მო კი მთვრა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი იცი­ნოდ­ნენ, ერ­თო­ბოდ­ნენ, სახ­ლებ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ! ად­რე მიკ­ვირ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ომ­ში ჩარ­თულ ქვეყ­ნებს ვუ­ყუ­რებ­დი, არ მეს­მო­და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ომ­თან ერ­თად იც­ხოვ­რო, გიყ­ვარ­დეს... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ ყო­ფი­ლა. ჩვენც ასე ვი­ყა­ვით. დავ­ბრუნ­დე­ბო­დი თუ არა? არა. სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ თუ ოდეს­მე დაგ­ვი­ლაგ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, საქ­მე­ზე წა­ვალ. ისე არა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მი­ვი­ღებ”.

აფ­ხა­ზე­თის ომის შემ­დეგ დი­დი ხა­ნი ვე­რა­ფერს იღებ­და. ნა­ხე­ვა­რი წე­ლი თით­ქმის სულ სვამ­და. არაფ­რის გა­და­ღე­ბა არ უნ­დო­და – ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სო­აო. ეს გრძელ­დე­ბო­და მა­ნამ­დე, სა­ნამ არ გა­მოჩ­ნდა ყა­რა­ბა­ღი და ჩეჩ­ნე­თი.

იყო დრო...

იყო დრო, რო­დე­საც სახ­ლის კედ­ლებ­ზე ომ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და გაკ­რუ­ლი. ახ­ლა კი ომს, ცა­გა­რე­ლე­ბის ბი­ნა­ში მხო­ლოდ ერ­თი, პა­ტა­რა კუთ­ხე უკა­ვია. სა­ხე არ მო­ჩანს, მაგ­რამ მიყ­ვე­ბა, რომ ეს ჩე­ჩე­ნი ლა­ბა­ზა­ნო­ვის ერთ-ერ­თი ბო­ე­ვი­კია. კად­რში ია­რა­ღით ას­ხმულ გულ­მკერდს ხე­დავ. და­ღუ­პუ­ლი იქ­ნე­ბაო – მით­ხრა, სად­ღაც გა­მო­უც­ხა­დე­ბი­ათ, ლა­ბა­ზა­ნო­ვის მთე­ლი პირ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ღუ­პუ­ლა.

კა­ცი ვი­ო­ლო­ნო­თი კი ბო­რი­სია. იმ დღეს ბევრს მარ­ხავ­დნენ. ბო­რი­სი სა­საფ­ლა­ო­ზე და­დი­ო­და და უკ­რავ­და. ყა­რა­ბა­ღის ომ­ში შვი­ლი და­ღუპ­ვია. ჯერ მის­თვის უკ­რავ­და, მე­რე კი, ყო­ველ­დღე ამო­დი­ო­და და ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის­თვის, რა­ი­მე სევ­დი­ანს და­უკ­რავ­და ხოლ­მე.

სა­პო­ნი, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი და ჯაგ­რი­სი – ასე გა­მო­დი­ო­და ყო­ველ­დღე სახ­ლი­დან. არა­ფერს გეგ­მავ­და, მაგ­რამ ეს იყო დრო, რო­დე­საც სა­დილ­ზე გა­სულ­მა არ იცო­დი, სად ამო­ყოფ­დი თავს. რომ ჰკით­ხო, რო­გორ გა­დარ­ჩა ამ­დენ ომ­ში, გი­პა­სუ­ხებს – არას­დროს მი­ფიქ­რია ცუდ­ზეო. მარ­თა­ლია, ერ­თხელ გვერ­დზე ზარ­ბა­ზან­მა უეც­რად გა­ის­რო­ლა და მე­ო­რედ, თმე­ბით იგ­რძნო რი­კო­შე­ტით წა­მო­სუ­ლი ტყვია, მაგ­რამ არა­ფე­რი, ცო­ტა ხნით ჩა­ი­კე­ცა – ფე­ხე­ბი თით­ქოს ბამ­ბის გა­მიხ­დაო, მე­რე წა­მოდ­გა და გზა გა­ნაგ­რძო.

„იყო დრო, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი და თა­ვი მა­გარ რე­პორ­ტი­ო­რად მომ­ქონ­და. არას­დროს გა­და­მი­ღია მზის ჩას­ვლა-ამოს­ვლე­ბი-მეთ­ქი. სი­სუ­ლე­ლეა. უნ­და გა­და­მე­ღო. ლა­მა­ზია”.

მე­რე ანუ ახ­ლა

მე­რე დი­ა­ბეტ­მა ბევ­რი რამ გა­ა­ფუ­ჭა. გულ­ზეც და­ეწ­ყო პრობ­ლე­მე­ბი. 2002 წელს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, მაგ­რამ მა­ლე ისევ სა­ო­პე­რა­ციო გახ­და. რად­გან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სჭირ­დე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლა, ვერ­სად იმუ­შა­ვებ­და. თა­ვად გა­დაწ­ყვი­ტა ასე – უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მუ­შა­ო­ბა და­მეწ­ყო და მე­რე უცებ, ვინ­მეს­თვის იმე­დე­ბი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნაო. 2008 წლის 30 ივ­ლისს ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და. ომს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, პა­ლა­ტა­ში შეხ­ვდა. ირაკ­ლის პა­ტა­რა მიმ­ღე­ბი მო­ა­ტა­ნი­ნა. რა­დი­ო­თი უს­მენ­და.

ავად­მყო­ფო­ბის გა­მო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია ცო­ტა ხნით და­ი­ვიწ­ყა. ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა იპო­ვა – ძვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ფო­ტო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა-და­ბეჭ­დვა. ყი­დუ­ლობ­და აკ­ვა­რე­ლის ქა­ღალდს, კვერ­ცხის ცი­ლით ამუ­შა­ვებ­და და ხდი­და მას შუქ­მგრძნო­ბი­ა­რეს, ჩარ­ჩო­საც და­შუ­ქე­ბით აკე­თებ­და... თი­თო ფო­ტოს 2-3 დღე მა­ინც მიჰ­ქონ­და. ერთ კე­დელ­ზე აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ომის გვერ­დით, მთელ ოთახ­ში, ამ ტექ­ნი­კით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ტურ­მორ­ტე­ბია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ უნ­და ჰკით­ხო რო­მე­ლი მოს­წონს უფ­რო და, მით უმე­ტეს, სად არის გო­გი ცა­გა­რე­ლი. აი, იქო, გეტ­ყვის და ხელს იმ ერ­თი კედ­ლის­კენ გა­იშ­ვერს.

აღარ მი­კით­ხავს რო­გორ გა­მო­ი­ა­რა ამ­დე­ნი ომი ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა სჭირს; რა­საც თა­ვად, ფსი­ქოზს უწო­დებს. ჯა­რის მე­რე და­ე­მარ­თა. სულ იბანს ხე­ლებს, სულ. და ეს მარ­ტო საჭ­მლის მი­ღე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა – „ჩემს კარ­დი­ო­ლოგ­თან რომ მივ­დი­ვარ, ხე­ლებს იბანს და მიჩ­ვე­ნებს – აი, ნა­ხე, და­ვი­ბა­ნეო”. გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლის­გან კი დი­დი ხა­ნია აღარ მო­აქვს ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ბე­ებ­ზე უწ­ყვია დამის სა­ხე­ლოს­ნო­ში, პერ­სო­ნა­ლუ­რი პირ­სა­ხო­ციც კი აქვს.

არ უყ­ვარს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი – ასე მგო­ნია, ვი­ღა­ცას თო­კით ვუ­ჭე­რი­ვარ. ავად­მყო­ფო­ბის გა­მო, მხო­ლოდ ცო­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ავი­ღეო.

არ უყ­ვარს კე­პი – ფო­ტოგ­რა­ფებს გვერ­დი­თი ხედ­ვა აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და კე­პი მზღუ­დავ­სო.

არას­დროს უს­წავ­ლია და უს­წავ­ლე­ბია ფო­ტოგ­რა­ფია – თვლის, რომ ის, უბ­რა­ლოდ, არ ის­წავ­ლე­ბა.

ად­რე თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო თუნ­დაც ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­სუ­ლი­ყო ვინ­მეს­თან, გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა და ეთ­ქვა – გა­მარ­ჯო­ბა, უნ­და გა­და­გი­ღო. ახ­ლა კი... იმ დღეს დე­ზერ­ტი­რებ­ში იდ­გა და 30 წუ­თი კა­მე­რა ვერ ამო­ი­ღო, ეტ­ყო­ბა გა­და­ვეჩ­ვი­ეო – ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი ად­რე უფ­რო მი­ად­ვილ­დე­ბო­და, არც კი ვფიქ­რობ­დი მათ რე­აქ­ცი­ა­ზე. ახ­ლა უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ხდე­ბა, უხერ­ხუ­ლია მა­თი შე­წუ­ხე­ბაო.

უყ­ვარს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ია­პო­ნუ­რი პო­ე­ზია და პრო­ზა. ძა­ლი­ან ხა­ტო­ვა­ნია, რა­საც კით­ხუ­ლობ, იმას თვალ­ნათ­ლივ ხე­და­ვო. ფო­ტოგ­რა­ფი­ას ადა­რებს.

ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სახ­ლში გრძნობს. ფო­ტო­ებ­ზე უნ­და მუ­შა­ობ­დეს. აი, მა­შინ “შტაბ­შია”, თა­ვის “შტაბ­ში”.

ახ­ლა­ხან პა­ტა­რა კა­მე­რა იყი­და. დო­კუ­მენ­ტურ ფო­ტოს და­ვუბ­რუნ­დიო. ისე­თი პა­ტა­რაა, რომ ამით არა­ვინ აღ­მიქ­ვამს სე­რი­ო­ზუ­ლად და ქუ­ჩის გა­და­ღე­ბე­ბის­თვის გა­მო­მად­გე­ბაო.

ლა­ბო­რა­ტო­რია სა­ძი­ნე­ბელ­ში აქვს. უფ­რო სწო­რად, სა­ძი­ნე­ბე­ლი აქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. სა­წო­ლის თავ­ზე მე­გობ­რე­ბის: გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლის, იუ­რა მე­ჩი­თო­ვის, ალექ­სან­დრე სა­ა­კო­ვის და მი­ხე­ილ ნას­ბერ­გის ნა­ჩუ­ქა­რი ფო­ტო­ე­ბი კი­დია. სა­წო­ლის გვერ­დზე მა­გი­დაა, რო­მელ­საც ასაწ­ყო­ბი ლე­გო­სა­ვით რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბა-ეზ­რდე­ბა და დიდ­დე­ბა. ზედ გრძე­ლი გა­მა­დი­დე­ბე­ლია მი­მაგ­რე­ბუ­ლი. კარ­ზე აკ­რუ­ლი ქა­ღალ­დი, გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი სი­ნათ­ლის­გან იცავს და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბულ ფო­ტო­ებს. აქ­ვე, კე­დელ­ზე წი­თე­ლი შუ­ქი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ფო­ტო­ზე მი­სი ოც­ნე­ბის სახ­ლია, მან­გლის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი – ნის­ლი, ტყე და ქვით ნა­შე­ნი ძვე­ლი სახ­ლია. ფა­სიც გა­ი­გო, მაგ­რამ ძვი­რი­აო. მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს კი, მა­მა­კა­ცის შავ-თეთ­რი ფო­ტოა. შავ-თეთ­რიც არაა, სიძ­ვე­ლის­გან თით­ქმის სულ ყვი­თე­ლია. წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა მკაც­რიც. ტყა­ვის ქურ­თუკ­ში და თხელ ტყა­ვის ქუდ­შია, მფრი­ნა­ვის სათ­ვა­ლით შუბ­ლზე... მას­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნია. არ უმე­გობ­რი­ათ. ის თით­ქოს დგამ­და რა­ღაც ნა­ბი­ჯებს, ეს კი... ნაკ­ლე­ბად, თით­ქმის არა. ამას ახ­ლა ხვდე­ბა, რო­ცა თვი­თონ გახ­და მა­მა. მაგ­რამ, იცი რა, ამ ბო­ლო დროს ხში­რად იჭერს ხოლ­მე სა­კუ­თარ თავ­ში მის ჟეს­ტებს, მა­ნე­რებს. რა ვი­ცი, სა­ი­დან­ღაც მო­ვი­დაო... თით­ქოს და­ემ­სგავ­სა კი­დეც. თან, მა­მის არ იყოს, ისიც იბ­რძო­და, ოღონდ სხვა­ნა­ი­რად. ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად. ჩუ­მად.

 

 

კომენტარები