პოლიტიკური პარტიები

პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის დაფინანსებას მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით იგეგმება დამატების  შეტანა  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ  კანონში. ინიციატივა   გულისხმობს  პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას სატელევიზო რეკლამისთვის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით , ამ თანხებს მიიღებენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, თანხის ოდენობას კი მიღებული ხმები განსაზღვრავს.

პავლე კუბლაშვილის თქმით, სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა საჭიროა    საარჩევნო წელს,  პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად, ” მნიშვნელოვანია, პარტიების სახელმწიფო დაფინანსება ისეთი იყოს, რომ მათ შეეძლოთ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. პირველ რიგში, ეს ეხება სატელევიზო რეკლამის საკითხებს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო წელს პარტიებისთვის გაჩნდება სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმი სატელევიზო რეკლამისთვის”.

გავრცელებული ცნობით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფინანსებლად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარი გამოიყოფა. 

კომენტარები