შოუბიზნესი

The Artist ამერიკის რეჟისორთა გილდიის გამარჯვებული.

ეტა ჯეიმსის გამოსათხოვარი ცერემონია

"The Artist", რომლის რეჟისორიც მიშელ ჰაზანავიჩუსია, ამერიკის რეჟისორთა გილდიამ 28 იანვარს, 2011 წლის საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დაასახელა.

ამერიკის რეჟისორთა გილდიის დაჯილდოება, „ოსკარების“ ცერემონიის წინაპირობაა, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

ეტა ჯეიმსის ასობით თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ეკლესიაში, რათა პატივი მიეგოთ მომღერლის ხსოვნისადმი.

ორ საათიან ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სტივი ვანდერი და კრისტინა აგილერა.

ჯეიმსის გამოსათხოვარ ცერემონიაზე, აგილერამ ბლუზის დედოფლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „At Last” შეასრულა.

ეტა ჯეიმსი ლეიკემიით, კალიფორნიაში 73 წლის ასაკში, 20 იანვარს გარდაიცვალა.

„The Grey” ლიამ ნისონის მონაწილეობით, რომელიც ამინდთან და მგლებთან ბრძოლაზეა, უიკენდზე $20 მილიონის მოგება ნახა და გასული კვირის ლიდერი „Underworld: Awakening“ მეორე ადგილზე ჩამოიტოვა. „Underworld: Awakening“ მაქციებზე და ვამპირებზე, ქეით ბეკინსეილის მონაწილეობით $12.5 მილიონით, მეორე ადგილზეა.

კომედია, კეტრინ ჰეილის მონაწილეობით „One for the Money“ მესამე ადგილზე $11.8 მილიონით გავიდა.

 

კომენტარები