დამიბრუნეთ ის, რაც ჩემია!

0 კომენტარი

ნუ მეუბნებით,რომ თქვენ ეს მოგწონთ,ის მაინც მითხარით რომ სხვა გზა არა გაქვთ,თქვენ ეს გჭირდებათ! ამ ორ ცნებას შორის უდიდესი განსხვავებაა,ერთი თქვენს ნებას გამოხატავს,დამოკიდებულებას,მეორე კი იძულებას,რომელსაც შესაძლებელია დაუსხლტეს კაცი,მაგრამ არ უნდა! ალბათ გიკვირთ არა? რას მივედ-მოვედები,არაფრის ახსნას არ დაგიწყებთ,ერთი თხოვნა მექნება,ნუ მეუბნებით პირში ასე გაუცნობიერებლად,ასე ბრიყვულად,რომ დღევანდელი ყოფა მოგწონთ,მაგას მირჩევნია მითხრათ,რომ სხვა გამოსავალი არა გაქვთ,გჭირდებათ,რადგან მაგ თქვენი მოსაწონი საგნებითა და მასალით თქვენს სულსა თუ ხორცს ვხვდები და ამავე დროს ხასიათის არასრულფასოვნებას. არ ვიცი არის კი ეს არასრულფასოვნება? მაგრამ მიჯობს ასე იყოს,ეგეთები გულს არ უხარიხართ!

    ბევრს ვითხოვ თქვენგან?ისევ თქვენს საკეთილდღეოდ.კარგით ვუწოდოთ სიმართლის თქმას დღევანდელი დღის გმირობა,მაგრამ სადღაა გმირობა? ყველა საკუთარ ნაჭუჭშია გამომწყვდეული და გამოსვლის ეშინია,თვალებიდან ნაცრის ჩამობანის,შემთხვევით ეს ნაცარი პირში არ აღმოჩნდეს!

   მე თქვენ გეუბნებით დამიბრუნეთ სამშობლო,რომელშიც ცხოვრება უკვე სანატრელი გამიხდა, ვუერთდები ერლომ ახვლედიანს და ვეძებ სამშობლოს! მე არ მინდა ტერა-ნუოვა,მე ის ძველი მინდა დავიბრუნო,რაც არსებული იყო,თუმცა შესაძლოა ის მართლაც ახალი აღმოჩნდეს ამდენი ტანჯვის შემდეგ!  და საერთოდ, თქვენი აზრით, რა არის სამშობლო? დაფიქრებულხართ ოდესმე?ნუთუ მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორიაა? ან ის 4 მილიონი (აღარც) ადამიანი მიწა-წყლიდან რომ გაიქცა ან გააქციეს? ჩემი ოცნება სამშობლოს(ქართული) დაბრუნებაა და ეს ნამდვილად ქართული მრწამსით განმსჭვალული მოციმციმე ციცინათელაა,რომელსაც ვხედავ,ვიცი როგორია,მინდა შევეხო, მაგრამ ხელში ვერ მოვიგდე,ჩემად ვერ დავისაკუთრე,რადგან ვიღაცამ ისე გასრისა....

   დაიღალა გული მძიმე ჯაჭვის ტარებით,მე ვერ ვხედავ თქვენში ქართულ ცეცხლს და ეს მტკივა, თუმცა ბოდიში, თქვენ ის ქართველობა არა ხართ ვაჟას,გალაკტიონის,ტიციანის,აბოს ძეგლზე ერთმანეთს მარადიული ჭეშმარიტების უკვდავსაყოფად(წერილობით) სიყვარულსა და მეგობრობას რომ უმტკიცებთ? და ეგაა თქვენი ჭეშმარიტება? მიმიფურთხებია მე ეგეთი სიყვარულისათვის, ეგეთი მეგობრობისათვის...ასეთები გულს არ უხარიხართ არა! არა! არა!

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები