შოუბიზნესი

ეშტონ კაჩერი ბავშვებს ეხმარება

ეშტონ კაჩერს 7 თებერვალს 34 წელი შეუსრულდა. მსახიობმა თაყვანისმცემლებს დაბადების დღისთვის საქველმოქმედო საჩუქარი სთხოვა, მსახიობს სურს, რომ ბოლო მოეღოს ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციას და ტრეფიკინგს.

ამის გამო კაჩერმა თანხის შესაგროვებლად გახსნა ელექტრონული გვერდი Causes.com მსახიობი შემოწირულობების დახმარებით $350 000-ის შეგროვებას იმედოვნებს.

ანჯელინა ჯოლი მონაწილეობას მიიღებს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაში. მსახიობი და უკვე რეჟისორი ერთ-ერთი წარმდგენი იქნება შოუში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება.

ჯოლის პარტნიორი, ბრედ პიტი, ფილმისთვის „Moneyball“ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი.

რობერტ დაუნი ჯუნიორს და მეუღლე სიუზენს ბიჭი შეეძინათ. ექსტონ ელიას დაუნი 7 თებერვალს გაჩნდა.

მსახიობისთვის ეს მეორე შვილია, პირველი ქორწინებიდან მას 18 წლის ვაჟი ჰყავს.

ჯგუფი The Beach Boys წარსდგება საზოგადოების წინაშე 12 თებერვალს, გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე.

სრული შემადგენლობით ბენდი 20 წელია არ გამოჩენილა.

The Beach Boys სცენაზე Maroon 5-თან და Foster the People-თან ერთად წარსდგება.

დენზელ ვაშინგტონი დაესწრო ახალი ფილმის „Safe House”-ის პრემიერას ნიუ-იორკში.

ვაშინგტონი მიესალმა თაყვანისმცემლებს და ფოტოებიც გადაიღო. ფილმის პრეზენტაციას დაესწრო რაიან რეინოლდსიც, რომელიც "Safe House"-ში დენზელ ვაშინგტონთან ერთად თამაშობს.

 

კომენტარები