ძიუდო

ძიუდო: ტრიუმფით მსოფლიოს თასზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული მსოფლიოს თასი გუნდურ პირველ ადგილზე დაასრულა: ბეთქილ შუკვანმა (60კგ) და ლევან წიკლაურმა (81კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ) ვერცხლის მედალი აიღო, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

ტურნირში, სადაც მსოფლიოს 68 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა, ქართველთაგან კიდევ სამმა ძიუდოკამ იჭიდავა, თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ბეთქილ ნავერიანი (90კგ) და ზურაბ ზვიადაური (90კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპებიდანვე გამოეთიშნენ.

 

კომენტარები