ხელოვნური ინტელექტი

Geminoid-f - გოგონა-რობოტი ტოკიოს ტკბილეულის მაღაზიაში

ტოკიოს ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის მფლობელებმა გადაწყვიტეს საკუთარი პროდუქციის რეკლამირება რობოტი-გოგონას გამოყენებით მოეხდინათ. მაღაზიის ვიტრინაში მათ ლამაზმანი რობოტი-გოგონა დასვეს. კალთაში რობოტს ტკბილეულით სავსე კოლოფი უდევს და მაღაზიასთან ჩამვლელების ყურადღებას იპყრობს. ერთი შეხედვით, ძნელია მისი გარჩევა ჩვეულებრივი გოგონასგან.

Geminoid – f ასე დაარქვეს საკუთარ ქმნილებას ინჟინრებმა ოსაკის უნივერსიტეტში. გოგონა- რობოტს შეუძლია გააკეთოს 65 მიმიკური მოძრაობა. ის რეაგირებს დამთვალიერებლის მოძრაობაზე , შეუძლია გაიღიმოს, შეუძლია მის წინ მდგომს დაუქნიოს თავი, შეიშმუშნოს და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მაღაზიის ვიტრინაში მჯდომი გოგონა - რობოტი გარშემო სამყაროსთან ამყარებს ურთიერთობას Twitter-ის მეშვეობით და საკუთრ გვერდზე სისტემატურად ტოვებს შეტყობინებებს მობილური ტელეფონის მეშვეობით.

კომენტარები