Life

Guide 13 - 19 თებერვალი

1) ალბათ ყოველთვის ოცნებობდით ბინოკლზე, რომელიც საშუალებას მოგცემდათ, არა მხოლოდ შორ დისტანციაზე მყოფი საგნებისთვის გედევნებინათ თვალი, არამედ თითოეული წამიც დაგემახსოვრებინათ. SONY-ს ახალი – DEV-5, ციფრული ბინოკლი ჩამწერის ფუნქციით სწორედ ასეთ საშუალებას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ხარისხის ოპტიკა და ავტოფოკუსის ფუნქცია აქვს, გამოსახულებას 20-ჯერ ადიდებს და, რაც ყველაზე საინტერესოა, 2D და 3D რეჟიმში გადაღებაც შეუძლია. 

2) „ეს არის პროდუქტი, რომლის არა მხოლოდ ტარებას ვისურვებდი, არამედ ვიამაყებდი, რომ მასზე ჩემი სახელია. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, H&M-ის მამრობითი სქესის მომხმარებელშიც ის ისეთივე აღელვებას გამოიწვევს, როგორც ჩემში”, – ამბობს დევიდ ბექემი, რომელმაც შვედურ კომპანიასთან ერთად საცვლების კოლექცია გამოუშვა. ბექემის სტილში მაისურებს, ქვედა საცვლებს და პიჟამას H&M-ის მაღაზიათა ქსელი მყიდველს ორი თებერვლიდან სთავაზობს. დემოკრატიული ფასებისა და კარგი ხარისხის სინთეზის გამო, ნივთები ამ კოლექციიდან არა მხოლოდ ფეხბურთელის თაყვანისმცემლებისთვის იქნება სასურველი შენაძენი.

 3) ლანვინისთვის სიყვარულს განსაკუთრებული სურნელი აქვს. ის მოცხარისა და ფორთოხლის არომატით იხსნება და ვარდის, მაგნოლიებისა და ჟასმინის ნოტების დახმარებით განსაკუთრებულ რომანტიკულ ხასიათს იძენს, კედრი და მუშკი კი მთლიან

კომპოზიციას ისეთივე თბილს ხდის, როგორიც შემდეგი სიტყვებია – Marry Me! ანტუან მეზონდიემ Marry Me! Love Edition ლანვინისთვის და, რა თქმა უნდა, შეყვარებული წყვილებისთვის საგანგებოდ ვალენტინობის დღესასწაულისთვის შექმნა. ალბერ ელბაზის მოფიქრებული მხიარული დიზაინის ყუთი პარფიუმს მხიარულ განწყობას ანიჭებს, თუმცა მის შექმნას ის თვითონაც შესანიშნავად მოახერხებს.

 

 

კომენტარები