პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნი: მარიხუანას მოწევას თავს ვანებებ

0 კომენტარი

პოლ მაკარტნიმ გადაწყვეტილება მიიღო მარიხუანას მოწევას დაანებოს თავი. ამის მიზეზად მუსიკოსმა საკუთარი ქალიშვილი, რვა წლის ბეატრისი დაასახელა და განაცხადა, რომ გრძნობს მამობრივ მოვალეობებს და აღარ გაეკარება ნარკოტიკულ საშუალებას.

ჟურნალ „Rolling Stone“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ თავისი წილი მან უკვე მოწია, ახლა გრძნობს პასუხისმგებლობას და ამის გამო ბედნიერია.

69 წლის მუსიკოსმა აღიარა, რომ „ბევრს ეწეოდა“ და მარიხუანას მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა.

ჰეტერ მილლსის, ბეატრისის დედის განცხადებით, მაკარტნი მოიხმარდა მარიხუანას, ეს მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო, როგორც ფინჯანი ჩაის მირთმევა.

წარსულში, პოლ მაკარტნი რამდენჯერმე დააკავეს ნარკოტიკების გამო. 1972 წელს შვედეთში და შოტლანდიაში ის მარიხუანას მოხმარების გამო დააპატიმრეს, 1980 წელს კი იაპონიიდან მოხდა მისი  დეპორტაცია ,  მაშინ, მაკარტნის  ჩანთაში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები