შოუბიზნესი

ჩარლი შინთან კონტრაქტს წყვეტენ

ჩარლი შინს უთანხმოება აქვს კომპანია “Warner Bros.”- თან. ტაბლოიდ TMZ-ის ცნობით, კომპანიას მსახიობთან და მის გუნდთან ურთიერთობის შეწყვეტა სურს.  “Warner Bros.”- ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ  შინიმ სატელევიზიო შოუ "Two and a Half Men"-ის პოსტერები მიითვისა, რათა თავის ახალ სერიალს, "Anger Management" პოპულარიზაცია გაუწიოს.

უიტნი ჰიუსტონის ფანები თავიანთ საყვარელ მომღერალს მისი სიმღერების საშუალებით იხსენებენ. შემსრულებლის საუკეთესო ჰიტების ალბომმა  “Billboard” - ის სიაში ერთ დღეში გაყიდვების მიხედვით, რომელმაც 64. 000 შეადგინა, მეექვსე ადგილი დაიკავა. ფიქრობენ, რომ შემდეგ კვირაში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც “Billboard” მთელი კვირის განმავლობაში გაყიდული ალბომების ციფრს დაასახელებს. ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი კი ინტერნეტსივრცეში დაფიქსირდა - სხვადასხვა საიტებიდან გასული კვირის განმავლობაში უიტნი ჰიუსტონის სიმღერები 887. 000 ჯერ გადაწერეს.

ადელის ფანებს შეუძლიათ აღარ იღელვონ თავიანთი საყვარელი შემსრულებლის შოუ-ბიზნესიდან წასვლის შესახებ. მომღერალმა ჟურნალ “Vogue” - თან საუბრისას განაცხადა, რომ ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში სცენისაგან დასვენებას აპირებდა. თუმცა  გრემის ექვსი ჯილდოს მიღების შემდეგ, ადელმა თავის ბლოგზე დაწერა: „ხუთი წელი?  მეტად სავარაუდოა 5 დღე!“

მერილ სტრიპმა ბერლინის კინოფესტივალზე სასიამოვნოდ გაატარა ვალენტინობის დღესასწაული. ჟურნალისტებმა მსახიობისადმი დიდი სიყვარული გამოხატეს. მათ სტრიპს თაიგული მიართვეს და რუსული თოჯინაც აჩუქეს, რომელიც მსახიობის მიერ შესრულებულ სხვადასხვა როლს აერთიანებს.

კომენტარები