გერმანია

გერმანიის პრეზიდენტი გადადგა

გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მანამადე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადადო რომში ვიზიტი, სწორედ პრეზიდენტ ვულფის გარშემო შექმნილი ვითარების გამო .

კრისტიან ვულფს წარსულში, შეღავათიანი კრედიტის მიღებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. ამას გარდა, საერთაშორისო მედიაში გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა მედიაზე, რათა არ გამოქვეყნებული მისთვის არასასიამოვნო სტატიები.

გერმანიის ქალაქ ჰანოვერის პროკურორმა პარლამენტის ქვედა პალატას, ახლახან, პრეზიდენტ ვულფისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. მან განმარტა, რომ საქმეში ჩაღრმავებისა და მედიაში გავრცელებული ცნობების შესწავლის შემდეგ გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ ვულფი სამსახურეობრივ მდგომარეობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა.

ქრისტინ-დემოკრატიული კავშირის წევრი ვულფი გერმანიის პრეზიდენტი 2010 წელს გახდა . მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მის გარშემო შექმნილი სკანდალი დააზარალებს გერმანიის კანცლერის ავტორიტეტს , რადგან სწორედ ანგელა მერკელი უჭერდა მხარს ვულფის კანდიდატურას გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე.

 

კომენტარები