კოსოვო

კოსოვო დამოუკიდებლობის მე-4-ე წლისთავს აღნიშნავს

17 თებერვალს კოსოვოელი ალბანელები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-4-ე  წლისთავს აღნიშნავენ. ამ  თარიღთან დაკავშირებით პრიშტინაში სამხედრო აღლუმის გაიმართვაც დაიგეგმა.  მანამდე კი  კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების 99.7% - მა რეფერენდუმზე ალბანეთის მმართველობა უარყო.

კოსოვოს პარლამენტმა სერბების რეფერენდუმი რეზოლუციით დაგმო, სადაც ნათქვამია, რომ ამ რეფერენდუმს არ აქვს არც იურიდიული და არც პოლიტიკური სავალდებულო ძალა.

სერბი პრეზიდენტის ბორის ტადიჩის თქმით, ჩატარებული რეფერენდუმი სერბეთის ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.

 

კომენტარები