ჩერქეზური კულტურა

ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ  დეპუტატი ნუგზარ  წიკლაური, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სხვა პირები, მათ შორის  მეცნიერები და   არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ,  ცენტრის პრეზიდენტმა  მერაბ ჩუხუამ დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე. მისი თქმით,  ცენტრის უმთავრესი მოვალეობა იქნება: ჩერქეზების, ასევე, სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზაცია, ადგილობრივ ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება, ინტელექტუალური რესურსის ამ მიზნით გააქტიურება, რაშიც ჩართულნი იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონებიდან და უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრები. პაპუნა დავითაიას განცხადებით, თბილისი იყო და ახლაც იბრუნებს კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქციას. 

კომენტარები